კიფისიას გამზირზე ავტომანქანა მაღაზიის ვიტრინას შეეჯახა
კიფისიას გამზირზე ავტომანქანა მაღაზიის ვიტრინას შეეჯახა
29 სექტემბერს შუაღამისას ათენში, კიფისიასის გამზირზე, მარუსში ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა. საბერძნეთის პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მსუბუქი ავტომობილი, რომლის მძღოლმაც გამოძიებისთვის ამ დრომდე უცნობ მიზეზთა გამო, საჭეზე კონტროლი დაკარგა, გზიდან გადავიდა და ალუმინის კონსტრუქციების მაღაზიის მინის ვიტრინას შეეჯახა.
შეჯახების შედეგად დაზიანდა როგორც ავტომობილი, ასევე მაღაზიის ფასადი. მძღოლმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო.
შემთხვევის ადგილზე საგზაო პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ. მიმდინარეობს ინციდენტის გარემოებებისა და ავარიის გამომწვევი მიზეზების დადგენა.
Facebook Comments Box
