საბერძეთის მეტეოროლოგიური სამსახური ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს
საბერძეთის მეტეოროლოგიური სამსახური ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს
საბერძნეთის მეტეოროლოგიური სამსახური EMY დღეს, 30 სექტემბერს, ამინდის გაუარესების შესახებ საგანგებო გაფრთხილებას ავრცელებს. აღმოსავლეთ და სამხრეთ საბერძნეთში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და ჭექა-ქუხილი, განსაკუთრებით კუნძულ კრეტაზე და ეგეოსის ზღვის კუნძულებზე.
კუნძულ კრეტაზე, განსაკუთრებით ხანიასა და რეთიმნოს რეგიონებში, ძლიერი წვიმა და შტორმი დღეს საღამოს დაიწყება და ხვალ, 1 ოქტომბერსაც გაგრძელდება. მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ინტენსიური მოვლენები პერიოდულად შესაძლოა 4 ოქტომბრის, კვირა დილის ჩათვლით გაგრძელდეს.
ევიაზე ხალმოკლე, მაგრამ ძლიერი წვიმა და შტორმი დღეს, 30 სექტემბერს არის მოსალოდნელი. შუადღის შემდეგ კი ატმოსფეროში ნალექის რაოდენობა იკლებს.
EMY მოსახლეობას განსაკუთრებით კრეტაზე, ევიასა და ეგეოსის ზღვის რეგიონებში მოუწოდებს, ძლიერი წვიმის დროს გადაადგილებისა და საზღვაო მიმოსვლისას განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ.
