ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა
ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა
ბერძენმა მწერალმა ხრისტოს ხომენიდისმა საბერძნეთის პოლიტიკური განვითარების მნიშვნელოვან ეტაპებზე, თანამედროვე პოლიტიკის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებასა და ახალგაზრდებში რადიკალური მემარჯვენე იდეების მზარდ მიმზიდველობაზე ისაუბრა.
ხომენიდისი მიიჩნევს, რომ 1974 წლიდან, სამხედრო დიქტატორიის დაცემის შემდეგ, ე.წ “მეტაპოლიტევს”-ის პერიოდის საერთო შეფასება დადებითი უნდა იყოს. მისი თქმით, საბერძნეთმა ამ პერიოდში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია, თუმცა პოლიტიკურმა ფიგურებმა ვერ განსაზღვრაეს ქვეყნის როლი უფრო ფართო ევროპულ და რეგიონულ სივრცეში. მწერალი განსაკუთრებით გამოყოფს კონსტანტინოს კარამანლისისა და ანდრეას პაპანდრეუს როლს. პირველის შემთხვევაში ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას, ხოლო მეორის შემთხვევაში იმ სოციალური ჯგუფების პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვას, რომლებიც მანამდე გარიყულად გრძნობდნენ თავს.
თანამედროვე პოლიტიკაზე საუბრისას ხომენიდისი კირიაკოს მიცოტაკისს ადარებს მეუღლეს, რომლითაც პარტნიორი უკმაყოფილოა და ფიქრობს: „სად გავიქცე?“. ამასთან, იგი მკაცრად აკრიტიკებს ალექსის ციპრასაც და მის პოლიტიკურ პარტიას ხელოვნური ინტელექტის პირველ პოლიტიკურ პროდუქტად მოიხსენიებს, რადგან პარტიას არ აქვს ისტორილი სიღრმე და აკლია მოკავშირეები.
მწერალმა ასევე ისაუბრა კორუმპირებულ სახელმწიფოზე, სადაც ნეპოტიზმი და ქრთამის მიცემა/აღების პრაქტიკას ღრმად აქვს ფესვები გადგმული. მისი აზრით, ადგილობრივი საჭიროებების დაკმაყოფილება ყოველთვის არ უნდა გაიგივდეს კორუფციულ პრაქტიკასთან და მნიშვნელოვანია განვასხვავოთ საზოგადოებრივი საჭიროების მოგვარება პოლიტიკური სარგებლის მიღებისგან. მისი თქმით, უფრო დიდი პრობლემა პოლიტიკური საქმიანობის დაფინანსების საკითხია.
მწერლის შეფასებით, დღეს 50 წლამდე ასაკის ბევრი ნიჭიერი ადამიანი პოლიტიკაში აღარ მიდის, მაშინ როცა წარსულში პოლიტიკა ახალგაზრდებისთვის უფრო მიმზიდველი სფერო იყო. იგი ასევე აღნიშნავს, რომ ახალგაზრდული რადიკალიზმის ნაწილმა ბოლო წლებში მემარჯვენე და ულტრამემარჯვენე ძალებისკენ გადაინაცვლა. მაგალითად კი ილია კასიდიარის მიმართ ზოგიერთი ახალგაზრდის ინტერესი დაასახელა და აღნიშნა, რომ მისი თაობისთვის მსგავსი სიმბოლო უფრო ხშირად ჩე გევარა იყო.
