უამინდობის ფენომენი კუნძულ კრეტაზე
უამინდობის ფენომენი კუნძულ კრეტაზე
კუნძულ კრეტაზე უახლოეს საათებში ამინდი კვლავ გაუარესდება. მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და ჭექა-ქუხილი. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ნალექია მოსალოდნელი კუნძულის ჩრდილოეთ და ჩრდილო-დასავლეთ ნაწილებში.
მოსალოდნელი ნალექის გამო ადგილობრივი წყალდიდობების რისკი მაღალი რჩება, ამიტომ კრეტას მაცხოვრებლებსა და ტურისტებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.
საბერძნეთის სხვა რეგიონებშიც პარასკევს, 2 ოქტომბერს, ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. ადგილობრივი წვიმები და ჭექა-ქუხილი იქნება აღმოსავლეთ ცენტრალურ საბერძნეთში, პელოპონისოზე, სპორადესზე, ევიაზე, კიკლადესზე, აღმოსავლეთ ეგეოსის კუნძულებსა და დოდეკანისაზე.
ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ და ჩრდილოეთ საბერძნეთში 24–25°C-მდე, ხოლო კრეტასა და დოდეკანისაზე დაახლოებით 23°C-მდე მოიმატებს. ღამით და დილით, განსაკუთრებით მთიან რაიონებში, ტემპერატურა 10–11°C-მდე დაეცემა.
განსაკუთრებით ძლიერი ქარია მოსალოდნელი ეგეოსის ზღვაში. ჩრდილო-აღმოსავლეთის ქარის სიჩქარე 9–10 ბოფორამდე მოიმატებს, ხოლო იონიის ზღვაში დაახლოებით 6 ბოფორამდე.
ათენში მთელი დღის განმავლობაში მოღრუბლული ამინდი და პერიოდული წვიმაა მოსალოდნელი. ტემპერატურა 13-22°C იქნება, აღმოსავლეთ რაიონებში დაუბერავს 8 ბოფორის სიმძლავრის ჩრდილოეთის ქარი.
სალონიკში ძირითადად მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ქარის სიმძლავრე გასულ დღეებთან შედარებით შესუსტდება, ხოლო ტემპერატურა 25°C-ს მიაღწევს.
