ვულა: არასრულწლოვანების სექსუალური შევიწროების ბრალდებით გიმნაზიის მასწავლებელი დააკავეს
ვულა: არასრულწლოვანების სექსუალური შევიწროების ბრალდებით გიმნაზიის მასწავლებელი დააკავეს
ვულაში არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ხასიათის ღირსების შელახვის ბრალდებით ფიზკულტურის მასწავლებელი დააკავეს. მასწავლებელი ვარი-ვულა-ვულიაღმენის პოლიციის უსაფრთხოების სამსახურს თანამშრომლებმა 15 ოქტომბერს დააკავეს.
გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც 13 წლის მოსწავლის დედამ სამართალდამცველებს მიმართა და განაცხადა, რომ ფიზკულტურის გაკვეთილზე მასწავლებელმა ერთ-ერთი ვარჯიშის დროს მის შვილს ბარძაყზე ხელი მოჰკიდა.
გარდა ამისა, პოლიციაში ჩვენება მისცა მოზარდის ორმა თანაკლასელმაც. მათი განცხადებით, მასწავლებელი გაკვეთილის მიმდინარეობისას მათ სასქესო ორგანოების სიახლოვეს შეეხო.
მასწავლებელი დღეს პროკურორის წინაშე წარდგება.
Facebook Comments Box
