კრეტა: 21 წლის ახალგაზრდამ აფთიაქი სახრახნისით დააყაჩაღა
კრეტა: 21 წლის ახალგაზრდამ აფთიაქი სახრახნისით დააყაჩაღა
კუნძულ კრეტაზე, ირაკლიოში, კერძოდ აცალენიოსის რაიონში, 21 წლის ახალგაზრდამ აფთიაქი სახრახნისით მუქარით დააყაჩაღა და 300 ევრო მიითვისა. შემთხვევა ოთხშაბათს, 22 ოქტომბერს მოხდა.
ძარცვის შემდეგ ახალგაზრდა ტაქსით სოფელში დაბრუნდა, ტანსაცმელი გამოიცვალა და მოედანზე ყავის დასალევად წავიდა. თუმცა პოლიციამ მისი კვალის დადგენა შეძლო და ეჭვმიტანილი სწორედ მაშინ დააკავა, როდესაც ის ყავას სვამდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ახალგაზრდამ დანაშაული აღიარა და დაკავების შემდეგ ბოდიში მოიხადა. მისი თქმით, მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ჩადენილს ნანობს.
Facebook Comments Box
