Latest news
ზეფირი: ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 2 მეხანძრის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი 34 წლის ქალსა და მი... ათენის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი აჯანყების 53-ე წლისთავთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ჭიშკარი გაიხს... მიგრანტთა დაბრუნების ცენტრები: ორშაბათს გამოცხადდება ევროკავშირის პირველი არაწევრი ქვეყანა, რომელიც ... „ბავშვის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი მისი მეტაბოლიზმი გახდა“ - აცხადებენ პატიმრობაში მყოფი 4 თვის... დაღუპულ მეხანძრეებს კოლეგებმა წუთიერი დუმილითა და თეთრი ყვავილებით მიაგეს პატივი პოლიტექნიკური უნივერსიტეტი: რატომ მიიღეს უნივერსიტეტის შენობის დაკეტვის გადაწყვეტილება სამშენებლო კოეფიციენტის გაზრდის გეგმას მუნიციპალიტეტების მერები აპროტესტებენ პოლიცია პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აჯანყების წლისთავისთვის გაძლიერებულ მზადყოფნაშია საბერძნეთის სურსათისა და მედიკამენტების ეროვნული ორგანიზაციის თანამშრომელი: „აღმოჩენილი პრეპარატები ... პატრა: ოთხი თვის ჩვილის მშობლებს განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედებათ ბრალი
ორშაბათი, ნოემბერი 16, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

კუნძული ხიოსის დანარჩენ საბერძნეთთან კავშირის შესანარჩუნებლად ეგეოსის უნივერსიტეტი ალტერნატიული გზების გამონახვაზე მუშაობს

კუნძული ხიოსის დანარჩენ საბერძნეთთან კავშირის შესანარჩუნებლად ეგეოსის უნივერსიტეტი ალტერნატიული გზების გამონახვაზე მუშაობს

საბერძნეთის კუნძული ხიოსის (Χίος) სახელმწიფო აეროპორტი „ომიროსი“ 2026 წლის 15 ნოემბრიდან 2027 წლის 15 მარტამდე სრულად შეწყვეტს მუშაობას. შექმნილი ვითარების გამო, ეგეოსის უნივერსიტეტი კუნძულზე მგზავრობის ალტერნატიული გზების შემუშავებაზე ფიქრობს.

უნივერსიტეტის ინიციატივით, 26 ოქტომბერს გამართულ ონლაინ სამუშაო შეხვედრაზე სამი წინადადება განიხილეს, რომლებიც საზღვაო და კომბინირებული სატრანსპორტო კავშირების გაუმჯობესებას ითვალისწინებს. ინიციატივის მიზანია, აეროპორტის დახურვის პერიოდში ხიოსთან და ხიოსიდან გადაადგილება გამარტივდეს და არსებული საზღვაო რეისები დამატებითი შესაძლებლობებით შეივსოს.

შეხვედრას ეგეოსის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი სტილიანოს ქსანთოპულოსი ხელმძღვანელობდა. მასში მონაწილეობდნენ საზღვაო საქმეთა და კუნძულოვანი პოლიტიკის სამინისტროს, ჩრდილოეთ ეგეოსის რეგიონის, ხიოსისა და მიტილინის მუნიციპალიტეტების, აგრეთვე საზღვაო ტრანსპორტის სფეროს ორგანიზაციების წარმომადგენლები.

უნივერსიტეტის საზღვაო კვლევებისა და ბიზნესსერვისების დეპარტამენტის სამეცნიერო ჯგუფმა სამი ალტერნატიული სცენარი წარადგინა. მათი შეფასებისას გათვალისწინებულია აეროპორტის მგზავრთა ნაკადი, გემების ტიპები, გადაადგილების სიჩქარე, საწვავის მოხმარება, რეისების სიხშირე და მგზავრობის საერთო ხანგრძლივობა.

სამივე ვარიანტი შეიძლება განხორციელდეს როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთმანეთთან კომბინაციაში. მათი საბოლოო შერჩევა და განხორციელება მიზნად ისახავს აეროპორტის ოთხთვიანი დახურვის პერიოდში ხიოსის სატრანსპორტო ხელმისაწვდომობის შენარჩუნებას.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *