Latest news
საბერძნეთი: 1 თვის ქირა საცხოვრებელი ფართების დამქირავებლებს ნოემბრის ბოლოს დაუბრუნდებათ სასამართლომ ვასილის მაგოსის საქმეზე ხუთი პოლიციელი ცნო დამნაშავედ მანი: 53 წლის კაცმა ძმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა ლიმასოლში პოლიცია სპეც.ოპერაციას ატარებს, რათა უცხოელ კურიერებზე თავდამსხმელები გამოავლოს კვიპროსი თურქეთს გაეროში უჩივის შთამბეჭდავი ქორწილი კრეტადან - ნეფე-პატარძალს 14 მეჯვარე ჰყავდა არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ავადმყოფი ბავშვებისთვის შეგროვებული თანხები პირადი ინტერესებისთვის ი... როდოსზე ავტომობილების ქურდობისა და ბიზნესობიექტების გაქურდვის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს საბერძნეთი: 1 ნომებრიდან ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი სალონიკი: დააკავეს 54 წლის ქალი, რომელსაც სახლში 37 კატა და 2 ძაღლი ჰყავდა
შაბათი, ოქტომბერი 31, 2026
Uncategorized

როდოსზე ავტომობილების ქურდობისა და ბიზნესობიექტების გაქურდვის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს

როდოსზე ავტომობილების ქურდობისა და ბიზნესობიექტების გაქურდვის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს

კუნძულ როდოსზე პოლიციამ ავტომობილების ქურდობისა და კომერციული ობიექტების გაქურდვის ორი საქმე გახსნა. სამართალდამცველებმა ორი არასრულწლოვანი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად საქმეში კიდევ ორი ახალგაზრდა ფიგურირებს.

პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულები 2026 წლის 30 ოქტომბერს როდოსის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აიყვანეს. მათ წინააღმდეგ ქურდობის მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, რომელშიც კიდევ ორი არასრულწლოვანია მოხსენიებული.

გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ახალგაზრდებმა 2026 წლის 27-დან 30 ოქტომბრის ჩათვლით ერთი მოტოციკლი და ერთი მსუბუქი ავტომობილი მოიპარეს. გარდა ამისა, მათ როდოსზე მდებარე ორი კომერციული ობიექტი გატეხეს, საიდანაც ელექტრონული მოწყობილობები და თანხა მოიპარეს. მიყენებული ზარალის საერთო ღირებულება 400 ევროს შეადგენს.

დაკავებულების მფლობელობაში აღმოჩენილი მოპარული ნივთები პოლიციამ ანონიერ მფლობელებს დაუბრუნა.

დაკავებულები უახლოეს პერიოდში როდოსის პირველი ინსტანციის სასამართლოს პროკურატურაში წარდგებიან.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *