სასამართლომ ვასილის მაგოსის საქმეზე ხუთი პოლიციელი ცნო დამნაშავედ
სასამართლომ ვასილის მაგოსის საქმეზე ხუთი პოლიციელი ცნო დამნაშავედ
კარდიცას შერეულმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ 31 ოქტომბერს, შაბათს საღამოს, ვასილის მაგოსის საქმეზე ბრალდებული ექვსი პოლიციელიდან ხუთი დამნაშავედ ცნო. გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობით იქნა მიიღებული
სასამართლომ ხუთივე პოლიციელს საბოლოოდ ექვსი წლითა და ათი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მათ ბრალად ედებოდათ წამება, ჯანმრთელობისთვის მძიმე საფრთხის შემცველი დაზიანების მიყენება, დაუხმარებლად მიტოვება და უკანონო დაკავება.
სასამართლომ ბრალდებულებს წარსულში კეთილსინდისიერი ცხოვრების შემამსუბუქებელი გარემოება ერთხმად დაუდგინა, თუმცა უარყო მათი შემდგომი კარგი ქცევის გათვალისწინება. თითოეულ მათგანს ასევე 2 500 ევროს ოდენობის სასამართლო ხარჯების გადახდა დაეკისრა.
დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ გადაწყვიტა რომ სააპელაციო საჩივარს სასჯელის აღსრულების შეჩერების ძალა ექნება.
ვასილის მაგოსის მამამ, იანნის მაგოსმა, სოციალურ ქსელში ორი განცხადება გამოაქვეყნა და ხუთი პოლიციელის დამნაშავედ ცნობის შესახებ დაწერა. მისი თქმით, მისი შვილი ისტორიას „გამართლებულად ბარდება“.
