Latest news
საბერძნეთი: 1 ნომებრიდან ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი სალონიკი: დააკავეს 54 წლის ქალი, რომელსაც სახლში 37 კატა და 2 ძაღლი ჰყავდა „თვეში 800 ევროს მიხდიდნენ“ - როგორ აღმოჩნდა 87%-იანი შშმ სტატუსის მქონე 68 წლის ქალი „Χωριάτικο“-ს ... ახალი კანონპროექტი ელ.ენერგიის მომხმარებლებს ფასების ზრდისგან დაიცავს აფეთქება პლაკაზე: ერთი ნაჭერი სპილენძისთვის საყვარელი ადამიანები დავკარგეთ - აცხადებენ გარდაცვლილთა ... შთამბეჭდავი ექსპონატები და ფრენის სიმულატორები სინდაღმას მეტროს სადგურზე - გამოფენა კვირამდე 1 ნოემბ... საბერძეთის ადვოკატთა ასოციაციები მსესხებლების უფლებების დარღვევის მრავალრიცხოვან შემთხვევებზე საუბრო... გამოძიება საცხობების ქსელი Χωριάτικο-ს სკანდალთან ΑΑΔΕ-ს თანამშრომლების კავშირს იკვლევს ნოემბრის დასაწყისში უხვი ნალექი და ძლიერი წვიმებია მოსალოდნელი პლაკაზე მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
შაბათი, ოქტომბერი 31, 2026
საბერძნეთიბუნებრივი მოვლენები

საბერძნეთი: 1 ნომებრიდან ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი

საბერძნეთი: 1 ნომებრიდან ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი

საბერძნეთში კვირას, 1 ნოემბრის გამთენიისას, ამინდი მკვეთრად გაუარესდება. დასავლეთ, ჩრდილოეთ და ეგეოსის ზღვის აღმოსავლეთ კუნძულებზე მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და ჭექა-ქუხილი. ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია სეტყვაც. ინტენსიური მეტეოროლოგიური მოვლენები სულ მცირე ორშაბათამდე, 2 ნოემბრამდე გაგრძელდება.

კვირას, 1 ნოემბერს, ძლიერი ნალექი და ჭექა-ქუხილი მოსალოდნელია:

  • იონიის ზღვის კუნძულებზე
  • იპიროსზე, ცენტრალური საბერძნეთის დასავლეთ ნაწილსა და პელოპონისოს დასავლეთ და სამხრეთ რაიონებში
  • ცენტრალურ და აღმოსავლეთ მაკედონიაში
  • ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ეგეოსის კუნძულებზე
  • დოდეკანისას კუნძულებზე

ორშაბათს, 2 ნოემბერს, ატმოსფეროში ნალექის დიდი რაოდენობა შენარჩუნდება იონიის ზღვის კუნძულებზე დილის საათებიდან. იპიროსზე, ცენტრალური საბერძნეთის დასავლეთ ნაწილსა და პელოპონისოს დასავლეთ რაიონებში კი წვიმა და ჭექა-ქუხილი დღის მეორე ნახევრიდან გვიან ღამემდეა მოსალოდნელი. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *