Latest news
საბერძნეთი: 1 თვის ქირა საცხოვრებელი ფართების დამქირავებლებს ნოემბრის ბოლოს დაუბრუნდებათ სასამართლომ ვასილის მაგოსის საქმეზე ხუთი პოლიციელი ცნო დამნაშავედ მანი: 53 წლის კაცმა ძმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა ლიმასოლში პოლიცია სპეც.ოპერაციას ატარებს, რათა უცხოელ კურიერებზე თავდამსხმელები გამოავლოს კვიპროსი თურქეთს გაეროში უჩივის შთამბეჭდავი ქორწილი კრეტადან - ნეფე-პატარძალს 14 მეჯვარე ჰყავდა არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ავადმყოფი ბავშვებისთვის შეგროვებული თანხები პირადი ინტერესებისთვის ი... როდოსზე ავტომობილების ქურდობისა და ბიზნესობიექტების გაქურდვის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს საბერძნეთი: 1 ნომებრიდან ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი სალონიკი: დააკავეს 54 წლის ქალი, რომელსაც სახლში 37 კატა და 2 ძაღლი ჰყავდა
შაბათი, ოქტომბერი 31, 2026
საბერძნეთიUncategorized

არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ავადმყოფი ბავშვებისთვის შეგროვებული თანხები პირადი ინტერესებისთვის იხარჯებოდა

არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ავადმყოფი ბავშვებისთვის შეგროვებული თანხები პირადი ინტერესებისთვის იხარჯებოდა

ჩრდილოეთ საბერძნეთში გახმაურებული საქმის გამოძიების ფარგლებში ირკვევა, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „ΠΑΙΔΙΚΗ ΧΑΡΑ CHILD’S HAPPINESS“-ის მეშვეობით ავადმყოფი ბავშვებისთვის შეგროვებული შემოწირულობები ორგანიზაციის წევრების პირად ფუფუნებას ხმარდებოდა. გამოძიების თანახმად, ორგანიზაციის წევრები ძვირადღირებული სასტუმროებით სარგებლობდნენ, ბიზნესკლასით მოგზაურობდნენ, ბრენდული ჩანთები ეჭირათ და ხშირად სტუმრობდნენ ღამის კლუბებსაც.

პოლიციის ხელთ არსებული მონაცემებით, განსაკუთრებით მძიმეა ბავშვების ოჯახების მდგომარეობა: სიმსივნით დაავადებული ბავშვისთვის შეგროვებული 340 421 ევროდან ოჯახმა მხოლოდ 55 800 ევრო მიიღო, ხოლო მძიმე ნევროლოგიური პრობლემის მქონე ბავშვის ოჯახს 73 200 ევროზე მეტი შემოწირულობიდან საერთოდ არაფერი მიუღია. კიდევ ერთი გარდაცვლილი ბავშვის ოჯახს შეგროვებული 136 374 ევროდან მხოლოდ 7 000 ევრო გადაეცა. ამ სამი შემთხვევის ფარგლებში ჯამში შეგროვებული თითქმის 550 000 ევროდან ოჯახებს მხოლოდ 62 800 ევრო ჩაერიცხათ.

გამოძიების მასალებში ასევე ფიგურირებს ათასობით ევროს ღირებულების ხარჯები: 2 700 ევრო ცნობილი მოდის სახლის მაღაზიაში, 574 ევრო მიკონოსზე მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, ასობით ევრო ავიაბილეთებსა და სასტუმროებში, მათ შორის 480–810 ევროს ღირებულების ლუქსებში განთავსებისთვის. ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი საუბარში ამტკიცებდა, რომ ქალისთვის პირადი ურთიერთობის ფარგლებში 100 000 ევრო დახარჯა, მათ შორის შეიძინა 2 500 ევროს ღირებულების Louis Vuitton-ის ჩანთა.

საქმის კიდევ ერთი მიმართულება ფეხბურთის მატჩების სავარაუდო გარიგებასა და შედეგებზე უკანონო ზემოქმედებას უკავშირდება. პოლიციის მიერ მოპოვებული საუბრების მიხედვით, ფიგურანტები მსაჯებთან შესაძლო გარიგებებზე, მატჩების შედეგების წინასწარ შეთანხმებასა და ფსონებით მიღებულ მოგებაზე საუბრობდნენ. ერთ-ერთი მათგანი ამტკიცებდა, რომ 1 400 ევროს ფსონის შედეგად 7 000 ევრო მოიგო.

საბერძნეთის სამართალდამცავი ორგანოები იკვლევენ საქველმოქმედო შემოწირულობების შესაძლო მითვისებისა და ფეხბურთის მატჩების მანიპულირების ფაქტებს. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *