საბერძნეთში პირველი საშობაო ნაძვის ხე აინთო
საბერძნეთში პირველი საშობაო ნაძვის ხე აინთო
საბერძნეთში საშობაო სეზონი ოფიციალურად დაიწყო. ხალკიდიკის ნახევარკუნძულზე, სოფელ ტაქსიარხისში, პირველი საშობაო ნაძვის ხე საზეიმო ვითარებაში განათდა. 15 მეტრის სიმაღლის ნაძვი ათასობით ნათურით იყო მორთული.
საზეიმო ღონისძიებამ, რომელიც შაბათს, 7 ნოემბერს საღამოს გაიმართა, ადგილობრივები და სტუმრები სოფლის ცენტრალურ მოედანზე შეკრიბა. სოფელი ტაქსიარხისი, რომელიც საბერძნეთის სხვადასხვა რეგიონს ნაძვის ხეებით ამარაგებს, წელს ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 32 000 ნაძვის ხის გაგზავნას გეგმავს.
ღონისძიება ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და კულტურული, ახალგაზრდული და სპორტული ორგანიზაციების მონაწილეობით გაიმართა.
Facebook Comments Box
