Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა ალჟირში გაქცევა სცადა

შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა ალჟირში გაქცევა სცადა

32 წლის ალჟირის მოქალაქემ 4 წლის შვილის პალეო ფალიროს სანაპიროზე მიტოვების შემდეგ აქტიურად დაიწყო ალჟირში დასაბრუნებელი გზების მოძიება.

protothema.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ქალი ალჟირის საკონსულოს დაუკავშირდა და სთხოვა დახმარება სამშობლოში დასაბრუნებლად. ასევე განაცხადა რომ ჰყავდა 2 და არა 3 შვილი. საკონსულომ კი უპასუხა, რომ სამშობლოში დაბრუნების ერთადერთი გზა იყო მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის დახმარებით, სამშობლოში ნებაყოფლობით დაბრუნების პროგრამით. დაკავებული დაუკავშირდა საერთაშორისო ორგანიზაციას სადაც ასევე განაცხადა, რომ 2 შვილი ჰყავდა. დანიშნა ვიზიტი გასაუბრებისთვის, თუმცა ვერ შეძლო ორგანიზაციის ოფისამდე მისვლა, რადგან ინტერვიუს დღეს დააკავეს. 

32 წლის ვარდა ატრუჩეს დაკავების შემდეგ მისი და დაუკავშირდა ალჟირის საკონსულოს და სთხოვა ეპოვათ ადვოკატი ბრალდებულის დასაცავად. რათქმაუნდა მისი მოთხოვნა საკონსულოს მხრიდან არ დაკმაყოფილდა. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *