Latest news
საბერძნეთი: გათბობის სუბსიდიის მისაღებად პლატფორმა გაიხსნა gov.gr-ის განახლებული პლატფორმა საჯარო სერვისებსა და მოქალაქეების ურთიერთობას გაამარტივებს  ჩემოდანში ნაპოვნი 24 წლის ქალის მკვლელობის მთავარი ეჭვმიტანილი 20 წლის გვინეელია  ალიმოსის მეტროსთან სამმა ახალგაზრდამ 64 წლის კაცი გაძარცვა  დეკემბერში პროგრამა „ჩემი სახლი 3“ იწყება პატრა: ირინი მურძუკუს სასამართლო პროცესი გრძელდება ვოლოსში სკოლის მოსწავლემ თანაკლასელი ძალადობასა და მუქარის შემცველი შეტყობინებების გაგზავნაში დაადან... ათენის მერია ქალაქს საშობაოდ 24 ნოემბერს მორთავს ათენი: გზა ფოლეგანდროსიდან ათენამდე, რომელმაც 24 წლის გოგონა ტრაგიკულ დასასრულამდე მიიყვანა როდის არის შავი პარასკევი
ხუთშაბათი, ნოემბერი 12, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

დეკემბერში პროგრამა „ჩემი სახლი 3“ იწყება

დეკემბერში პროგრამა „ჩემი სახლი 3“ იწყება

საბერძნეთის სოციალური ერთიანობისა და ოჯახის მინისტრმა დომნა მიხაილიდუმ მოსახლეობის მხარდაჭერის ახალ და დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, დეკემბერში ამოქმედდება პროგრამა „ჩემი სახლი 3“ (Σπίτι μου 3), რომლისც უფრო მეტ ადამიანს შეეხება და საცხოვრებლის შეძენა უფრო მეტი მოქალაქისთვის გახდება შესაძლებელი.

ახალი პროგრამის მიხედვით:

  • ასაკობრივი ზღვარი 55 წლამდე იზრდება;
  • შესაძენი უძრავი ქონების მაქსიმალური ღირებულება 300 000 ევრო იქნება;
  • სესხის მაქსიმალური ოდენობა 230 000 ევროს მიაღწევს;
  • გაფართოვდება შემოსავლის კრიტერიუმებიც.

მინისტრმა ასევე ისაუბრა საცხოვრებელი სახლების განახლების ახალ პროგრამაზე, რომელიც ითვალისწინებს 36 000 ევრომდე დაფინანსებას. სუბსიდირების ოდენობა სამუშაოების ღირებულების 70%-დან 95%-მდე იქნება, ხოლო პროგრამა თანხის 60%-ის წინასწარ მიღების შესაძლებლობასაც ითვალისწინებს.

რეგიონებში მოსახლეობის გადასახლების წახალისების მიზნით, გაფართოვდება მიგრაციის პროგრამაც. საბერძნეთის ჩრდილოეთ სასაზღვრო რეგიონებსა და იპიროსზე მუდმივად გადასახლების მსურველებს 10 000 ევროს ოდენობის ფინანსური დახმარება მიეცემათ. პროგრამა 11 რეგიონულ ერთეულს მოიცავს, მათ შორის ევროს, დრამას, ფლორინას, კასტორიასა და იოანინას. მინისტრის ინფორმაციით, აღნიშნულ პროგრამაზე უკვე დაახლოებით 4 000 განაცხადია წარდგენილი.

ცვლილებები შეეხება საბავშვო ბაღების დაფინანსებასაც: სამშვილიანი და მრავალშვილიანი ოჯახები ვაუჩერს შემოსავლის მიუხედავად მიიღებენ, ხოლო ოჯახებისთვის, რომლებსაც ერთი ან ორი შვილი ჰყავთ, შემოსავლის ზღვარი 37 000 ევრომდე განისაზღვრება.

ცვლილებები იგეგმება სასურსათო დახმარების პროგრამაშიც. ძველი TEBA-ს პროგრამა ახალი სისტემით, Market Pass-ით ჩანაცვლდება. დახმარება დაახლოებით 190 000 მოქალაქეს შეეხება, რომლებიც მინიმალური გარანტირებული შემოსავლის (Ελάχιστο Εγγυημένο Εισόδημα) მიმღებები არიან. საშუალო ყოველთვიური დახმარება 60 ევრო იქნება, ხოლო პირველი, წინა პერიოდებზე დარიცხული თანხის ჩათვლით, შესაძლოა 1 000 ევრომდე გაიზარდოს. დახმარების პირველი ნაწილის ჩარიცხვა შობის დღესასწაულამდე იგეგმება.

ახალი სისტემის ფარგლებში მოქალაქეები პირველადი მოხმარების პროდუქტების შეძენას სპეციალური ვაუჩერებით შეძლებენ და თავად აირჩევენ როგორც პროდუქტებს, ისე მაღაზიებს. ცვლილების მიზანია დახმარების მიღების პროცესის გამარტივება და ბენეფიციარებისთვის მეტი თავისუფლებისა და ღირსების უზრუნველყოფა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *