Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთიჯანმრთელობა

რატომ წარმოადგენს საფრთხეს არასტაბილუი არტერიული წნევა 50 წლის ასაკის შემდეგ

რატომ წარმოადგენს საფრთხეს არასტაბილუი არტერიული წნევა 50 წლის ასაკის შემდეგ

ახალი კვლევის შედეგების მიხედვით, 50 წლის შემდეგ არტერიული წნევის მკვეთრი ცვლილებები შესაძლოა ტვინის ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებდეს და დემენციისა და მეხსიერების დაქვეითების რისკს ზრდიდეს. კვლევა ავსტრალიაში Monash University-ის მეცნიერებმა ჩაატარეს და შედეგები ჟურნალ Neurology-ში გამოქვეყნდა.

მეცნიერები 55-დან 80 წლამდე ასაკის 225 ადამიანს 24 საათის განმავლობაში სპეციალური მოწყობილობებით დააკვირდნენ. გამოყენებული მოწყობილება არტერიულ წნევას მუდმივად ზომავდა. კვლევამ აჩვენა, რომ დღის განმავლობაში წნევის ხშირი და ძლიერი მერყეობა დაკავშირებულია მეხსიერების, აზროვნების, დაგეგმვისა და პრობლემების გადაჭრის უნარის დაქვეითებასთან.

კვლევის ავტორის, მადლინ გიბსონის განცხადებით, მაღალმა ცვალებადობამ შესაძლოა ტვინის თეთრი ნივთიერება დააზიანოს და გავლენა მოახდინოს ტვინის დამცავ ბარიერზე, რომელიც ტვინს მავნე ნივთიერებებისგან იცავს.

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ წნევის მცირე მერყეობაც კი დაკავშირებულია ტვინის ფუნქციონირების გაუარესებასთან, რაც შვიდი წლით დაბერების ტოლფასია.

კვლევის ზედამხედველი, მეთიუ ფეიზი, აღნიშნავს, რომ მხოლოდ ექიმის კაბინეტში წნევის ერთჯერადად გაზომვა საკმარისი არ არის. მისი თქმით, არტერიული წნევა მუდმივად იცვლება დღის და ღამის განმავლობაში და სწორედ ეს ცვლილებები შეიძლება შეიცავდეს მნიშვნელოვან ინფორმაციას ტვინის ჯანმრთელობის შესახებ.

წინა კვლევებმაც აჩვენა, რომ შუა ასაკიდან მაღალი წნევა დემენციისა და კოგნიტური პრობლემების განვითარების რისკს ზრდის. ამიტომ სპეციალისტები ხაზს უსვამენ, რომ გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობის დაცვა ტვინის ნორმალური ფუნქციონირების შენარჩუნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *