Latest news
ზეფირი: ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 2 მეხანძრის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი 34 წლის ქალსა და მი... ათენის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი აჯანყების 53-ე წლისთავთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ჭიშკარი გაიხს... მიგრანტთა დაბრუნების ცენტრები: ორშაბათს გამოცხადდება ევროკავშირის პირველი არაწევრი ქვეყანა, რომელიც ... „ბავშვის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი მისი მეტაბოლიზმი გახდა“ - აცხადებენ პატიმრობაში მყოფი 4 თვის... დაღუპულ მეხანძრეებს კოლეგებმა წუთიერი დუმილითა და თეთრი ყვავილებით მიაგეს პატივი პოლიტექნიკური უნივერსიტეტი: რატომ მიიღეს უნივერსიტეტის შენობის დაკეტვის გადაწყვეტილება სამშენებლო კოეფიციენტის გაზრდის გეგმას მუნიციპალიტეტების მერები აპროტესტებენ პოლიცია პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აჯანყების წლისთავისთვის გაძლიერებულ მზადყოფნაშია საბერძნეთის სურსათისა და მედიკამენტების ეროვნული ორგანიზაციის თანამშრომელი: „აღმოჩენილი პრეპარატები ... პატრა: ოთხი თვის ჩვილის მშობლებს განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედებათ ბრალი
ორშაბათი, ნოემბერი 16, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აჯანყების 53-ე წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიებები 15 ნოემბრიდან გაიმართება

პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აჯანყების 53-ე წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიებები 15 ნოემბრიდან გაიმართება

ათენის ეროვნულ ტექნიკურ უნივერსიტეტში 15 ნოემბრიდან 1973 წლის ნოემბრის სტუდენტური აჯანყების 53-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამდღიანი ღონისძიებები გაიმართება. წლევანდელი ღონისძიებები განსხვავებულ ფორმატში გაიმართება: უნივერსიტეტის შენობები დაკეტილი იქნება, ხოლო ყველა ღონისძიება მხოლოდ ისტორიული კომპლექსის გარე ტერიტორიაზე ჩატარდება.

15 ნოემბერს დილის 07:00 საათისთვის სტუდენტურ გაერთიანებებისა და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებს უკვე შეეძლებათ უნივერსიტეტის ისტორიულ ტერიტორიაზე შევიდნენ.

15 და 16 ნოემბერს, პატისიონის ქუჩაზე მდებარე უნივერსიტეტის გარე ჭიშკრები დილის 08:30 საათზე გაიხსნება და საღამოს 18:00 საათზე დაიკეტება. საჭიროების შემთხვევაში, უსაფრთხოების მიზნით, მათი დახურვა უფრო ადრეც არის შესაძლებელი. 17 ნოემბერს კი უნივერსიტეტის ტერიტორია დილის 09:00 საათიდან 13:00 საათამდე იქნება ღია.

15 და 16 ნოემბერს დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება, გამოფენა და დოკუმენტური ფილმის ჩვენება, რომლებიც მიზნად ისახავს ისტორიულ მოვლენებზე მსჯელობისა და დისკუსიის ხელშეწყობას.

უნივერსიტეტის შენობები 13 ნოემბრიდან დაიკეტება და 17 ნოემბრის ჩათვლით არ გაიხსნება. ამასთან, უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ კომპლექსის დაცვის ზომები გააძლიერა.

უნივერსიტეტის რექტორატის განმარტებით, ღონისძიებების ორგანიზების ახალი წესების მიზანია შესაძლო დაზიანების, ვანდალიზმისა და ძალადობრივი ინციდენტების თავიდან აცილება. გადაწყვეტილება უკავშირდება წარსულში მომხდარ არეულობას, მათ შორის 2025 წლის 15 ნოემბერს, 52-ე წლისთავის აღნიშვნისას მომხდარ ინციდენტებს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *