კრეტაზე მოსწავლემ დაკარგული საფულე იპოვა და მფლობელს დაუბრუნა
კრეტაზე მოსწავლემ დაკარგული საფულე იპოვა და მფლობელს დაუბრუნა
კრეტაზე, ირაკლიოში, უფროსკლასელმა კონსტანტინოს ფაიტაკისმა პატიოსნებისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის შესანიშნავი მაგალითი აჩვენა. ქუჩაში ნაპოვნი საფულის მფლობელი მოძებნა და საბოლოოდ დაკარგული ნივთი ქალს პირადად დაუბრუნა.
შემთხვევის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაცია სასწავლებელმა, ა. კუმანდარუ-იატრაკისის სამხატვრო სახელოსნომ გაავრცელა. სასწავლებელმა კონსტანტინოსის საქციელი დადებითად შეაფასა, მას გულწრფელად მიულოცა და საჯარო მადლობა გადაუხადა.
მოსწავლის საქციელმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი პატიოსნებისა და ერთმანეთისადმი პატივისცემის მნიშვნელობას.
Facebook Comments Box
