Latest news
კრეტაზე მიგრანტების რაოდენობა 2 800-მდე გაიზარდა  ამინდის უეცარი გაუარესების გამო საბურავებზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების დაყენების განკარგულება ... კრეტაზე მოსწავლემ დაკარგული საფულე იპოვა და მფლობელს დაუბრუნა დემოგრაფიული კრიზისი – ეროვნული მნიშვნელობის საკითხი როდოსის მოსახლეობამ ადგილობრივ საავადმყოფოს თანამედროვე სამედიცინო აპარატურა დაუფინანსა ზამბუნის მკვლელობის საქმეზე 43 წლის ეჭვმიტანილი დააკავეს  ევროპული პროკურატურა 87 მილიონი ევროს თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს საბერძნეთი: კვირას ძლიერი შტორმი ათენშიც არის მოსალოდნელი თანოს პლევრის: საბერძნეთს 2026 წლის ყველაზე რთული 48 საათი ელის წინ ყალბი ქვითრების თაღლითური სქემა – სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანი 12,6 მილიონ ევროზე მეტია
კვირა, ნოემბერი 29, 2026
საბერძნეთიUncategorized

კრეტაზე მიგრანტების რაოდენობა 2 800-მდე გაიზარდა 

კრეტაზე მიგრანტების რაოდენობა 2 800-მდე გაიზარდა 

კრეტაზე იძულებით გადაადგილებულ პირთა მასობრივი ჩამოსვლის გამო ვითარება უკიდურესად რთულია. ლიბიიდან შემოსული უწყვეტი ნაკადის შედეგად, კუნძულზე პოლიტიკური თავშესაფრის მაძიებელთა საერთო რაოდენობა დაახლოებით 2 800-ს აღწევს. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ირაკლიოსა და იერაპეტრაში, სადაც ადგილობრივი ხელისუფლება არსებული ვითარების მართვას ცდილობს.

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ირაკლიოს პორტში, ყოფილი სამაცივრე საწყობის ტერიტორიაზე, დაახლოებით 1 350 იძულებით გადაადგილებული პირი იმყოფება. მათგან თითქმის 1 000-ს ღამის გათევა ღია ცის ქვეშ უწევს, რადგან შენობის შიდა სივრცეში განთავსების შესაძლებლობები ამოწურულია. მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს ამინდის გაუარესება.

კვირას დილით, ღავდოსის კუნძულის სამხრეთ-დასავლეთით, დაახლოებით 36 საზღვაო მილის დაშორებით, სამაშველო ოპერაციის შედეგად 56 პირი გადაარჩინეს. ისინი ნავით გადაადგილდებოდნენ და საბერძნეთის სანაპირო დაცვასთან კოორდინაციით, გამვლელმა გემმა აიყვანა. 

ამასთან, განიხილება ირაკლიოდან დაახლოებით 250 ადამიანის ხანიას რეგიონში მდებარე მიმღებ ცენტრში გადაყვანის შესაძლებლობა. თუმცა, პარალელურად, სამხრეთ კრეტის სანაპიროსთან აღმოჩენილი კიდევ დაახლოებით 200 პირის ჩამოსვლას ელოდებიან.

რთული ვითარებაა იერაპეტრაშიც, სადაც დაახლოებით 600 იძულებით გადაადგილებული პირი ქალაქის სანაპირო მოედანზე იმყოფება, ხოლო ხანიას მიმღებ ცენტრში, კიდევ 650 ადამიანია განთავსებული.

ხელისუფლება ცდილობს, რაც შეიძლება სწრაფად ამოქმედდეს ირაკლიოს მახლობლად მდებარე დროებითი განთავსების ახალი ცენტრი, რომელიც ყოფილ სკულუდის საწყობებში მოეწყო. გეგმის მიხედვით, იქ დაახლოებით 400 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *