Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთი

ფთიოტიდა: 50 წლის მამაკაცი ქალის გადარჩენის მცდელობისას დაიხრჩო იმ ადგილზე, სადაც მან ახალგაზრდა ასაკში 17 წლის გოგონა მოკლა

შოკისმომგვრელია ინფორმაცია  რომელიც გავრცელდა დღეს დილით ფთიოტიდაში, პორტში მომხდარი წარმოუდგენელი ტრაგედიის შემდეგ, სადაც ორი ადამიანი ერთდროულად დაიხრჩო.

50 წლის მამაკაცმა, რომელიც წყალში გადახტა ქალის გადასარჩენად, ახალგაზრა ასაკში, როდესაც ის 19 წლის იყო, 1991 წელს, გააუპატიურა და შემდეგ თავში მძიმე საგნის ჩარტყმით მოკლა 17 წლის გოგონა იმავე სანაპიროზე, სადაც დღეს ქალის გადარჩენის მცდელობისას თვითონაც დაიხრჩო.

მკვლელობის ჩადენის შემდეგ მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა 20 წლიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლდა და  მშობლებთან ერთად ცხოვრობდა მათ სახლში, თანასოფლელებისგან იზოლირებულად.

დღეს, როდესაც მან გაიგონა, რომ ქალი დახმარებას ითხოვდა, წყალში გადახტა მის გადასარჩენად. ალბათ ამ ქმედებით რაღაცნაირად სურდა გამოესყიდა ახალგაზრდობისას ჩადენილი დანაშაული .

უბედური შემთხვევა დილის 10:30 საათზე მოხდა, როცა მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები  ქალი, რომელიც ბანაობდა, დახმარებას ითხოვდა, რადგან ნაპირს ვერ უახლოვდებოდა. მამაკაცმა ტანსაცმელი გაიხადა და წყალში ჩახტა, რათა დახმარებოდა, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ შეძლო და ორივე მათგანი დაიხრჩო.

გარდაცვლილების ცხედრები წყლიდან შემთხვევის ადგილზე მისულმა სანაპირო დაცვის საპატრულო სამსახურმა ამოიყვანა.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *