Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

თესალონიკი: 19 წლის ახალგაზრდა სიმაღლიდან ზღვაში გადახტომის შემდეგ პარალიზებული დარჩა

ხუთშაბათს შუადღისას, თესალონიკში, პერეას მიდამოში, სირიის მოქალაქე 19 წლის ახლგაზრდა მაღალი სიმაღლიდან ზღვაში გადახტომის შედეგად მძიმედ დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა 19 წლის ახალგაზრდამ პერეას ცენტრალური ბურჯიდან წყალში გადახტომა გადაწყვიტა, რაც მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა, წყალში ჩახტომისას ის სავარაუდოდ ფსკერზე ან რაიმე მყარ საგანზე დაეცა  და წელს ქვემოთ პარალიზებული  დარჩა.

შემთხვევის ადგილზე  მისულმა  სასწრაფო დახმარების ბრიგადამ პირველადი დახმარების აღმოჩენის შემდეგ დაშავებული  გენერალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანა.

შემთხვევის ადგილზე ასევე  იმყოფებოდნენ სანაპირო დაცვის თანამშრომლებიც.

მომხდარზე წინასწარ გამოძიებას ცენტრალური ნავსადგურის სამმართველო აწარმოებს.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *