Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთი

როდოსი: საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი 9 წლის ბავშვი რომელმაც შემთხვევით კაუსტიკური სითხე დალია

“აია სოფიას” ბავშვთა საავადმყოფოს კლინიკაში მოათავსეს 9 წლის ბავშვი კუნძულ როდოსიდან, რომელმაც შემთხვევით კაუსტიკური სითხე დალია.

შემთხვევა ხუთშაბათს, შუადღისას, აპოლაკიაში მოხდა. ბიჭს, რომელიც მშობლებთან ერთად იმყოფებოდა სახლში  წყლის დალევა მოუნდა. მან აიღო ბოთლი რომელშიც წყლის ნაცვლად კაუსტიკური სითხე ესხა.

საბედნიეროდ დედამ შეძლო მისი შეჩერება და ბავშვმა ვერ მოასწრო მისი დიდი ოდენობით დალევა, თვითონაც მაშინვე მიხვდა, რომ ბოთლში წყალი არ ესხა.

ბიჭი სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, მას საყლაპავი მილის დამწვრობა აღენიშნა.  რიგი გამოკვლევების შემდეგ მისი მდგომარეობა შეფასდა როგორც მძიმე და საჭიროდ ჩათვალეს მისი საჰაერო გზით ათენში გადაყვანა სადაც  ოპერაცია ჩაუტარდა და ამ დრომდე მძიმე მდგომარეობაში მყოფი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

 

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *