Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთი

საბერძნეთი: არჩევნებთან დაკავშირებით ცენტრალურ მაგისტრალებზე გადაადგილება უფასო იქნება

მთავრობის გადაწყვეტილებით, არჩევნებთან დაკავშირებით  ამომრჩეველთა კომფორტული გადაადგილებისთვის  პარასკევს 19/5 შუაღამედან ორშაბათს 22/5 დილის 8 საათამდე  ქვეყნის ყველა მაგისტრალზე მოძრაობა  უფასო  იქნება .

კერძოდ, 19 მაისს, პარასკევს, შუაღამიდან მძღოლებისთვის ბარიერები საავტომობილო გზებზე  ასევე რიო-ანტირიოს ხიდის მაგისტრალზე მოიხსნება, ხოლო სასამართლოს წარმომადგენლებისთვის უფასო გავლა ამოქმედდება ხუთშაბათს, 18 მაისის  დილიდან,  საჭირო დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ.

გავრცელებული ინფორმაციით, უფასო ტრანზიტის ღონისძიება 22 მაისს , ანუ არჩევნების მომდევნო დღეს, ორშაბათს, დილის 8 საათამდე იმოქმედებს .

გადასახადების ექსპლუატაციაში მონაწილე კერძო კომპანიებს კი სახელმწიფო ანაზღაურებს შესაბამის ხარჯებს.

სახელმწიფოსა და კომპანიებს შორის დადებული შესაბამისი  ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს უფლება აქვს მოითხოვოს, საჭიროების შემთხვევაში მაგისტრალებზე გადაადგილების გადასახადების აკრეფის შეწყვეტა.

თუმცა ყოველ ჯერზე, როცა ეს ხდება, კერძო კომპანია უფლებამოსილია სთხოვოს მხარეს დაკარგული შემოსავლის დაბრუნება, გავლილი მანქანების რაოდენობის შესახებ ჩანაწერების მიხედვით.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *