Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

რიო: 14 წლის გოგონა სიცოცხლისთვის იბრძვის ავარიის შემდეგ იმავე ადგილას, სადაც 2012 წელს 15 წლის ბიჭი დაიღუპა

სიცოცლხლის შესანარჩუნებლად იბრძვის 14 წლის კრისტინა, რომელიც მძიმედ დაშავდა კვირას დილით, რიოს სანაპირო რაიონში მოტოციკლით  მომხდარი საგზაო შემთხვევის შედეგად, რომელსაც მისი 16 წლის მეგობარი ბიჭი მართავდა.

ორი ახალგაზრდა ღამის სეირნობიდან ბრუნდებოდა, როდესაც პატრაში ცნობილი რესტორნის მფლობელის მანქანას შეეჯახა.

შეჯახების შედეგად ორივე ბავშვი დაშავდა, 14 წლის კრისტინამ თავის არეში სერიოზული დაზიანებები მიიღო, რის შედეგადაც იგი მართვით სუნთქვაზე მყოფი პატრას საუნივერსიტეტო საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს.

ტრაგიკული დამთხვევაა, რომ  უბედური შემთხვევა მოხდა რიოს “დაწყევლილ”ადგილზე,  იქ სადაც 2012 წლის მაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 15 წლის პანოს ცავარასი დაიღუპა.

სწორედ მაშინ პატრას ადგილობრივი საზოგადოება შოკში ჩავარდა, როდესაც გაიგო, რომ მათი ორი პატივსაცემი და საყვარელი ადამიანის, კოსტას ცავარას და ფედრა დურუს შვილი ჯიპმა გაიტანა მაშინ, როდესაც 15 წლის მოზარდი სკოლიდან უმცროს ძმასთან ერთად ველოსიპედით  ბრუნდებოდა.

პანოს ცავარასი დღეების განმავლობაში იბრძოდა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში სიცოცხლის შესანარჩუნებლად, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ შეძლეს, ბიჭი 2012 წლის 18 მაისს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *