Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთი

სიცხის ტალღა”კლეონი”: აკროპოლი და კნოსოსი დახურულია ხუთი საათის განმავლობაში

ირაკლიოს სიძველეთა ეფორატმა საბოლოოდ გადაწყვიტა კნოსოსის არქეოლოგიური ძეგლიც დაეხურა.

დღეს ხუთი საათის განმავლობაში დაკეტილი იქნება  როგორც აკროპოლი, ასევე კნოსოსის არქეოლოგიური ადგილი.

როგორც გუშინ, ასევე დღესაც უკიდურესად მაღალი  ტემპერატურის გამო, სიძველეთა ეფორატის გადაწყვეტილებით აკროპოლი და კნოსოსის არქოლოგიური ადგილი კვლავ დაიკეტება შუადღისას, 12 საათიდან საღამოს 5 საათამდე.

კნოსოსის დაკეტვა ამ დრომდე არ იგეგმებოდა, თუმცა დღევანდელი  ძალიან მაღალი ტემპერატურის გამო საბოლოოდ მიიღეს გადაწყვეტილება მისი  კონკრეტულ დროს დაკეტვის შესახებ, ხოლო აგენტები და შესაბამისი ტურისტული სააგენტოები უკვე ინფორმირებული არიან.

სინოპტიკოსთა განცხადებით ეს არის მცდელობა, რომ ათასობით ადამიანი მზის ქვეშ 20 წუთზე მეტ ხანს არ გაჩერდეს არქეოლოგიურ ადგილზე შესვლამდე.

აქვე აღნიშნულია, რომ კნოსოსს ყოველდღიურად 5000-ზე მეტი ადამიანი სტუმრობს, ხოლო ივნისში ვიზიტორთა რაოდენობა გაიზარდა დაახლოებით 12700-ით, 2022 წლის იმავე თვესთან შედარებით.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *