კალითეა: 17 ოქტომბერს ძღოლებისთვის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
კალითეა: 17 ოქტომბერს ძღოლებისთვის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
2026 წლის 17 ოქტომბერს, შაბათს, ათენში, კერძოდ კალითეაში, ღამის გარბენის „Kallithea Night Run 2026“-ის ჩატარებასთან დაკავშირებით, დროებითი საგზაო შეზღუდვები დაწესდება.
საბერძნეთის პოლიციის ინფორმაციით, 18:30-დან 23:00 საათამდე ავტომობილების მოძრაობა ორივე მიმართულებით სრულად შეიზღუდება ელევთერიოს ვენიზელოსის (თისეოს) გამზირის მონაკვეთზე, სკიპისა და სკრას ქუჩებს შორის არსებული მონაკვეთიდან პოსეიდონის (ძველი სანაპირო გზის) გამზირამდე.
გარდა ამისა, 16:00-დან 23:00 საათამდე აკრძალული იქნება გაჩერება და პარკირება ელევთერიოს ვენიზელოსის გამზირის ათენის მიმართულებით მოძრავ ზოლზე, პოსეიდონის გამზირიდან პისისტრატუს ქუჩამდე.
შეზღუდვების პერიოდში ავტომობილები დიმოსთენოსის ქუჩით ან ელევთერიოს ვენიზელოსის გამზირის პარალელური ქუჩებით იმოძრავებენ. გამზირის გადაკვეთა შესაძლებელი იქნება ხაროკოპუსა და აღიონ პანდონის ქუჩებით.
პოლიცია მძღოლებს მოუწოდებს, შეზღუდვების მოქმედების პერიოდში აღნიშნულ მონაკვეთებზე გადაადგილებას მოერიდონ და საგზაო მოძრაობის რეგულირებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლების მითითებები დაიცვან.
