Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
მსოფლიო

მათ ათი წელი არ ჰყავდათ შვილი-პატარა გოგონა მოულოდნელად გაჩნდა მათ ცხოვრებაში როგორც ღვთის საჩუქარი

წყვილი ფლორიდიდან ათი წელი ცდილობდა შვილის გაჩენას, თუმცა უშედეგოდ. რა თქმა უნდა,  ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ პატარა გოგონა უცებ გაჩნდებოდა მათ ცხოვრებაში, როგორც ღვთის საჩუქარი.

მამაკაცი მეხანძრედ მუშაობდა. 2 იანვარს ის ღამის ცვლაში იმყოფებოდა, როდესაც მოულოდნელად გაიგონა განგაში: არა ხანძრის, არამედ ბავშვის მიტოვების შესახებ, რომელიც სადგურის გარეთ, სპეციალურ Safe Haven Baby Box-ში იყო მიტოვებული .

ეს განსაკუთრებული ყუთი თავისთავად კიდევ ერთი საინტერესო ამბავია: ეს არის ქალის, მონიკა კელსის ინიციატივა , რომელიც თავად იყო მიტოვებული ბავშვი.

150 ასეთი „ბუდე“, კონტროლირებადი პირობებით, აშშ-ის სხვადასხვა ადგილას განათავსდეს, რათა თუ მშობელი გადაწყვეტს, რომ შვილს ვერ გაზრდის, მას შეეძლოს დატოვოს ის უსაფრთხო გარემოში .

მეხანძრე, რომელმაც მედიის ინტერვიუებში ანონიმურად დარჩენა არჩია, თავიდან ფიქრობდა, რომ განგაში ყალბი იყო, მაგრამ როცა ყუთის გასახსნელად წავიდა, შიგნით ვარდისფერ საბანში გახვეული ბავშვი იპოვა.

“მას თან ჰქონდა მხოლოდ პატარა ბოთლი. ძალიან ციოდა, მე ჩავეხუტე, ერთმანეთს თვალებში ჩავხედეთ და ეს იყო, იმ წუთიდან მე ის მიყვარდა”-იხსენებს ის.

როდესაც მან და მისმა მეუღლემ ბავშვი საავადმყოფოში წაიყვანეს მაშინვე ითხოვეს მისი შვილად აყვანა. ორდღიანი აგონიის შემდეგ პატარა გოგონა, სახელად ზოი,  წავიდა მათთან საცხოვრებლად, რათა ოფიციალურად ეშვილებინათ აპრილში .

მიზეზი, რის გამოც მეხანძრემ თავისი ისტორიის გაზიარება გადაწყვიტა, არის ის, რომ ბავშვის ბიოლოგიურ დედას გაეგო,მისი შვილი სარგებლობს ზრუნვით და ენით აღუწერელი სიყვარულით.

შეერთებულ შტატებში Safe Haven Baby Box-ის “ბუდეები” განთავსებულია საავადმყოფოებისა და სახანძრო სადგურების გარეთ. აქამდე მათი დახმარებით მთელი ქვეყნის მასშტაბით სულ მცირე, 31 ბავშვის გადარჩენა შეძლეს.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *