Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთი

კავურის სანაპიროზე ბანაობისას ექვსი წლის ბავშვი გარდაიცვალა- მაშველებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს

ტრაგიკული შემთხვევა მოხდა ვულაში, კავურის სანაპიროზე 6 წლის ბავშვი ზღვიდან უგონო მდგომარეობაში ამოიყვანეს, რამდენიმე წუთის შემდეგ მისი გარდაცვალება დადასტურდა.

მაშველებმა შემთხვევის ადგილზე სცადეს ბავშვის გადარჩენა ხელოვნური სუნთქვით მაგრამ უშედეგოდ. ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ მშობლებიც. თვითმხილველები ცდილობდნენ მათ დამშვიდებას და შემთხვევის ადგილიდან გაყვანას რათა მაშველებს შეძლებოდათ მშვიდ გარემოში სწრაფი რეაგირება.

გამოძახებიდან რვა წუთში სანაპიროზე მივიდა როგორც სასწრაფო, ასევე EKAV-ის სწრაფი რეაგირების ჯგუფი.

ბავშვის სასწრაფოდ გადაყვანეს ვულას გენერალურ საავადმყოფოში, ხოლო გადაყვანის დროს, რომელიც 16 წუთს გაგრძელდა, მას CPR გაუკეთეს.

ექიმთა ძალისხმევა სამწუხაროდ უშედეგო აღმოჩნდა, საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე წუთში ბავშვის გარდაცვალება დადასტურდა.

აღსანიშნავია, რომ შემთხვევის ადგილზე წყლის დონე საკმაოდ დაბალი იყო, თუმცა როგორც მაშველები აღნიშნავენ ეს არაფერს ნიშნავს, განსაკუთრებით მაშინ, როცა პატარა ბავშვებზეა საუბარი. მშობლებმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დატოვონ ისინი მარტო ან უყურადღებოდ ზღვაში, რაც არ უნდა ზედაპირული იყოს წყალი.

პარალელურად სარონიკოს ნავსადგურის სამმართველომ  ტრაგედიის გამომწვევ მიზეზებზე წინასწარი გამოძიება დაიწყო, ორივე მშობელი  არასრულწლოვნისთვის საფრთხის შექმნის ბრალდებით დააკავეს, ხოლო 6 წლის მოზარდის  გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად ცხედრის ექსპერტიზა დაინიშნა.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *