Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთი

ტაქსის მძღოლმა მგზავრი გულის შეტევით, რეკორდულ დროში გადაიყვანა საავადმყოფოში- მან მგზავრობის საფასურის აღებაზე უარი განაცხადა

რამდენიმე დღის წინ ტაქსის მძღოლის, იანის კოსტას ტაქსიში  ტურისტი თავის ქალიშვილთან და მეუღლესთან ერთად ჩაჯდა და მძღოლს სთხოვა, რაც შეიძლება სწრაფად გადაეყვანა  ონასიოს კარდიოქირურგიის ცენტრში, რადგან მას გულის შეტევა  განუვითარდა და თავს ძალიან ცუდად გრძნობდა.

ტაქსის მძღოლი, რომელიც იმ დროს სანაპიროზე იმყოფებოდა, დაუყოვნებლივ დაუკავშირდა პოლიციას თხოვნით, გზა გაეხსნათ, რომ უსწრაფესად  მიეღწია საავადმყოფომდე.

როგორც შემდეგ მან პრესას განუცხადა, პოლიციის დახმარებით 18 კილომეტრი მანძილი სულ რაღაც 8 წუთში გაიარა.

აღნიშნული მგზავრობის ამსახველ ვიდეოში გარკვევით ისმის აღელვებული ქალის ხმა, თუ როგორ ემუდარება მძღოლს რაც შეიძლება სწრაფად  მივიდეს საავადმყოფომდე.

ტაქსის მძღოლმა ამ მომსახურებისთვის საფასურის აღებაზე უარი განაცხადა, მისი თქმით არ შეეძლო თანხა აეღო მგზავრისგან, რომელიც  კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა და  მრიცხველისთვის არც შეუხედავს.

მისი დამსახურებით მამაკაცს სამედიცინო დახმარება დროულად აღმოუჩინეს და შესაძლო ლეტალურ შედეგს გადაურჩა.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *