Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
საბერძნეთი

ხალკიდა: 46 წლის “დელივერი” სითბური ინსულტის შედეგად გარდაიცვალა- რას აცხადებს გარდაცვლილის დედა

ხალკიდაში, სტეიკჰაუსში ორ ცვლაში მომუშავე 46 წლის დისტრიბუტორი სითბური ინსულტით გარდაიცვალა.

გავრცელებული ცნობით  ის ხშირად ახორციელებდა შეკვეთების მიწოდებას ველოსიპედით და საათობით იმყოფებოდა 40 გრადუსზე მეტ ტემპერატურაზე, რადგან ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, იძულებული იყო ემუშავა.

გარდაცვალების დღეს სამსახურიდან სახლში დაბრუნებული ის თავს ძალიან ცუდად გრძნობდა, აღენიშნებოდა ძლიერი თავის ტკივილი და სიცხე, შემდეგ კი გონება დაკარგა და დაეცა.

გარდაცვლილის დედა აკანკალებული ხმით აღწერს შვილის ბოლო დრამატულ მომენტებს, ცოტა ხნით ადრე, სანამ ის ექიმების ხელში გარდაიცვლებდა და ადასტურებს, რომ ამ კონკრეტულ დღეს მისი ვაჟი სიცხეში გრილზე მუშაობდა და ველოსიპედით შეკვეთების მიწოდებას ახორციელებდა.

“ჩემი შვილი სამსახურიდან რომ დაბრუნდა მაისურის სროლა დაიწყო, ვერ გავიგე რას აკეთებდა. მე ვკითხე რა დაემართა, მაგრამ მას საუბარი არ შეეძლო. დავუკავშირდით ექიმს, რომელმაც თქვა, რომ ეს სავარაუდოდ სითბური ინსულტი იყო და გვირჩია ცივი საფენები დაგვედო შუბლზე და დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაგვეყვანა.

გამოვიძახეთ სასწრაფო  მაგრამ ჩემმა შვილმა ვერაფერი გაიგო, კანკალებდა, პირიდან სისხლი სდიოდა და გარემოსთან უკონტაქტო იყო. საავადმყოფოში მას ხელმეორედ განუვითარდა ინსულტი და ექიმების დიდი ძალისხმევის მიუხედავად ნახევარი საათის შემდეგ ის გარდაიცვალა”-ამბობს დედა.

46 წლის მამაკაცის ოჯახი მისმა მოულოდნელმა გარდაცვალებამ შოკში ჩააგდო. მიუხედავად იმისა, რომ გარდაცვალების მიზეზი ნათელია, ისინი ელიან გაკვეთის შედეგებს, მისი გარდაცვალების დეტალური გარემოებების დასადგენად.

გრილის მფლობელი, სადაც გარდაცვლილი მუშაობდა, მისი გარდაცვალების შემდეგ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, თუმცა აღიარებითი ჩვენების შემდეგ გაათავისუფლეს.

როგორც პოლიციის გამოძიებიდან გაირკვა, მამაკაცი  გრილის დისტრიბუტორად მუშაობდა – შესაბამისი შრომითი ხელშეკრულების გარეშე – დილიდან შუადღემდე.

 

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *