Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

გლოვა ვოლოსში ხანდაზმული წყვილის გამო – მოხუცი სამი დღე გარდაცვლილი მეუღლის გვერდით ცხოვრობდა

ვოლოსში გლოვა სუფევს მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა ხანდაზმული წყვილი, რომელიც  ცენტრალურ უბანში, კორპუსის  ბინაში ცხოვრობდა.

72 წლის მოხუცი მამაკაცი 68 წლის მეუღლის გარდაცვალებას ვერ შეეგუა და სახლში მეუღლის ცხედრის გვერდით სამი დღის განმავლობაში, ჩვეულებრივ აგრძელებდა ცხოვრებას.

მან გარდაცვლილთან განშორების შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ სამი დღის შემდეგ მიიღო და ახლობლებს მეუღლის გარდაცვალების შესახებ შეატყობინა, ახლობლებთან სატელეფონო ზარიდან ცოტა ხანში კი თვითონაც გარდაიცვალა.

მათ გვერდით იპოვეს მათი შინაური ცხოველი, კნუტი, რომელზეც პოლიციამ იზრუნა და დააბინავა.

შეშინებული კნუტი პოლიციამ მისი ხანდაზმული პატრონების  უსიცოცხლო ცხედრების გვერდით იპოვა და დროებით ვოლოსის პოლიციის განყოფილებაში მიუჩინა თავშესაფარი.

რამდენიმე დღის მშიერ და უწყლოდ დარჩენილ კნუტს პოლიციელებმა საჭმელი მისცეს,შემდეგ კი ვეტერინარულ კლინიკაში გადაიყვანეს.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *