Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთი

ხანძარი საბერძნეთში- უსასრულო ცეცხლოვანი კოშმარი კორფუსა და როდოსში

კარისტოში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, დღეს როდოსსა და კორფუში ხანძრის ფრონტებზე ცეცხლის ჩასაქრობად ბრძოლა გრძელდება.

როდოსზე განსაკუთრებით რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში მეცხრე დღეა გრძელდება სახმელეთო და საჰაერო საშუალებების ძალისხმევა ხანძრის კონტროლისთვის. სახანძრო ძალების მუშაობა ორიენტირებულია სოფლების, მალონას, ვატის და გენადის მიდამოებზე.

სამშაბათს, შუაღამემდე ცოტა ხნით ადრე, ხანძარი გენადიდან სოფლების, ლახანიასა და მესანაგროს მიმართულებით გადავიდა, რასაც რეგიონის მობილიზება მოჰყვა, თუმცა დასახლებებს საფრთხე არ ემუქრებოდა და 112 შეტყობინების გაგზავნის  საჭიროება არ შეიქმნა.

დილიდანვე დაიწყო სახანძრო თვითმფრინავებიდან ცეცხლის  კერებზე წყლის დასხმა.

როდოსში, სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ფრონტები ორიენტირებულია მალონას, ვატის, ასევე გენადის რაიონზე და მიმართულია სოფლების ლახანიასა და მესანაგროსკენ.

ამასთან, ხანძრის ახალი კერების აფეთქებები ართულებს სახანძრო ბრიგადის მუშაობას.

კორფუში ორი აქტიური ფრონტია და ისინი მდებარეობს კუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. პირველი მიმართულია სოფელ პალია პერითიადან ლავკისკენ, მეორე კი იმეროლიას მახლობლად, სადაც მეხანძრეები მთელი ღამის განმავლობაში იბრძოდნენ, რათა ცეცხლი დასახლებამდე არ მისულიყო.

გუშინ, დღის განმავლობაში, ქარის მიმართულების ცვლილების გამო, ხანძრის ფრონტზე რამდენიმე ნაკადი შეიქმნა, რომლებიც მოძრაობდნენ კუნძულის ჩრდილოეთი ნაწილისკენ. ამ მიზეზით, 112-მა გაავრცელა შეტყობინებები, რომლებშიც ლუცეს, იმეროლიას, სიკის, ასევე აპრაოსა და კალამაკის ტერიტორიების მცხოვრებლებს სთხოვდა დაეტოვებინათ დასახლებები.

რაც შეეხება ახაიაში, დერვენაკში გაჩენილ ხანძარს, სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, აფეთქებები, რომლებიც ღამით ძირითადად ნიამატას მიდამოში გაჩნდა, სახმელეთო ძალებმა ჩააქრეს, ამ დრომდე კი აღნიშნულ ტერიტორიაზე საჰაერო დახმარებისათვის  ვერტმფრენი რჩება.

 

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *