Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
მსოფლიო

1993 წელს სასტიკად მოკლული 2 წლის ბავშვის ხელოვნური ინტელექტის საშუალებით “გაცოცხლებამ” მისი მშობლები საშინლად აღაშფოთა

1993 წელს მომხდარი საშინელი მკვლელობის მსხვერპლის, ორი წლის ლივერპულელი ბიჭის, ჯეიმს ბულგერის დედამ აღშფოთება გამოხატა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილი და TikTok-ზე ატვირთული  ვიდეოს გამო, რომელშიც მისი შვილი ყვება საკუთარი მკვლელობის სევდიან ამბავს.

გაზეთ Mirror-თან საუბრისას დენის ფერგუსმა აღშფოთება გამოხატა ამ “ამაზრზენი” კლიპის შემქმნელების მიმართ, რომელიც “აცოცხლებს” გარდაცვლილ ბავშვს მოწონებებისა და ნახვების მოპოვების მიზნით.

პატარა ჯეიმს ბულგერი გაიტაცეს, აწამეს და მოკლეს 1993 წლის თებერვალში ორმა ათი წლის ბიჭმა, რობერტ ტომპსონმა და ჯონ ვენაბლესმა. ამ  საზარელი დანაშაულიდან 3 ათწლეულის შემდეგ ჩინურ პლატფორმაზე გამოქვეყნდა AI ვიდეო, სადაც ჩანს, რომ პატარა ბიჭი საუბრობს იმაზე, რაც მას შეემთხვა.

ამ ტიპის ვიდეო არ არის ერთადერთი. Daily Mail-ის თანახმად, TikTok-ის სხვა მომხმარებლებმა ასევე შექმნეს დაკარგული ან მოკლული ბავშვების ვიდეოები, რომლებიც გახდნენ გატაცების ან საზარელი დანაშაულის მსხვერპლი.

როგორც ბავშვის დედამ განმარტა, როდესაც მათ ვიდეოს არსებობის შესახებ გაიგეს, მისმა ქმარმა ფილიპინელ პროდიუსერს სთხოვა ვიდეოს პლატფორმიდან ამოღება.

პასუხი, რომელიც მან მიიღო ასეთი იყო: „ჩვენი განზრახვა არ იყო ვინმეს შეურაცხყოფა. მიზეზი, რის გამოც ჩვენ ვაკეთებთ ამ ვიდეოებს, არის იმის უზრუნველყოფა, რომ მსგავსი ინციდენტები აღარ აღარ განმეორდეს.” პროდიუსერმა დასძინა, რომ ამ ტიპის ვიდეოები ხელს უწყობს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და მოუწოდა ხალხს განაგრძონ მისი გვერდის მხარდაჭერა.

ბიჭის ოჯახმა ასევე სცადა TikTok-თან დაკავშირება ვიდეოს წასაშლელად, მაგრამ ჯერჯერობით პასუხი არ მიუღიათ.

 

 

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *