Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთი

ხანძარი ძველ ოლიმპიაში: ხელისუფლება ხანძრის განგებ გაჩენის შესაძლებლობას არ გამორიცხავს

განგაში გამოცხადდა დღეს ძველ ოლიმპიაში, სადაც ხანძრის ახალი კერები ერთმანეთის მიყოლებით ჩნდება და ცეცხლი სახლებსაც ემუქრება.

ხელისუფლება ძველ ოლიმპიაში ხანძრის გაჩენის უკან სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლის განგებ წაკიდების მცდელობას ხედავს.

ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი პალეოვარვასინას დასახლებიდან მხოლოდ 800 მეტრშია, ხოლო ვითარებას ამძიმებს ის ფაქტი, რომ ხანძრის ჩაქრობის სისტემა ამოქმედდა ძველი ოლიმპიას არქეოლოგიური ადგილისა და კრონოსის ბორცვის ირგვლივ  ცეცხლის გავრცელების შიშით.

14:00 საათის შემდეგ გაიგზავნა112-ის შეტყობინება ტერიტორიის მცხოვრებლების ევაკუაციისთვის, რომლებსაც სთხოვენ გადავიდნენ ძველ ოლიმპიაში.

შემთხვევის ადგილზე 38 მეხანძრე-მაშველი ფეხით მოსიარულეთა ჯგუფით და 14 ავტომობილით მუშაობს, სამი სახანძრო თვითმფრინავი კი ჰაერიდან წყალს ასხამს.

საჰაერო ძალებმა გადაინაცვლეს პალეოვარვასინადან ძველ ოლიმპიაში უარესის თავიდან ასაცილებლად, რადგან ხანძარი უკვე სოფელშია.

ამასობაში, დღეს მესინიაში, გლიკორიზში, ტყის ზონაშიც გაჩნდა ხანძარი. მობილიზებული იყო სახმელეთო და საჰაერო ძალები.

ხანძრის ფრონტიდან საფრთხე ამ დრომდე არცერთ დასახლებას არ ემუქრება, თუმცა მიმდებარე ტერიტორიაზე ძლიერი ქარი სახანძრო ბრიგადის მუშაობას ართულებს.

შემთხვევის ადგილზე 30 მეხანძრე-მაშველი 9 მანქანით და 6 საფრენი აპარატით მუშაობს.

 

 

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *