Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

მიტილინი: ნავის განგებ ჩაძირვის ბრალდებით ორი უცხოელი დააკავეს-საფრთხის ქვეშ მყოფი 40 ადამიანი უვნებლად გადარჩა

დღეს, ოთხშაბათს, დილის საათებში მიტილინის ცენტრალური ნავსადგურის თანამშრომლებმა ნავის ჩაძირვის შედეგად საფრთხის ქვეშ მყოფი 40 უცხოელის გადარჩენა და იდენტიფიცირება შეძლეს, ხოლო გადარჩენილთაგან ორი მათგანი ნავის განგებ ჩაძირვისა და ადამიანებისთვის საფრთხის შექმნის ბრალდებით დააკავეს.

კერძოდ, სანაპირო დაცვის საპატრულო ხომალდმა სამძებრო-სამაშველო ერთიანი საკოორდინაციო ცენტრიდან ინფორმირების შემდეგ მიტილინზე, ზღვაში, “აგრიელიას” არეალში პატრულირების დროს გასაბერი ნავი აღმოაჩინა, რომელზეც უცხო ქვეყნის მოქალაქე 40 ადამიანი იმყოფებოდა.

საპატრულო ნავის დანახვისას ერთ-ერთმა დაკავებულმა ნავის ძრავა ზღვაში გადააგდო, ხოლო მეორემ ნავი ბასრი საგნით დახია, რის შედეგადაც მგზავრების სიცოცხლეს საფრთხე შეექმნა. დაუყოვნებლივ დაიწყო 40 ადამიანის ზღვიდან გამოყვანის სამაშველო პროცესი, რომლებიც მიტილინის პორტში უსაფრთხოდ, ჯანმრთელობის დაზიანების გარეშე გადაიყვანეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *