ბერძენი მეტეოროლოგები აცხადებენ, რომ სამხრეთ ევროპაში “ბლუმბერგის” მიერ პროგნოზირებულ, ძლიერი სიცხის ახალ ტალღაზე განგაში ნაადრევია
აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია bloomberg-ის (საინფორმაციო მომსახურების მულტიმედიური დისტრიბუტორი) მიერ გავრცელებულმა სტატიამ, სადაც ევროპაში სიცხის ახალ, ძლიერ ტალღას პროგნოზირებენ, რომელიც შესაძლოა საბერძნეთსაც შეეხოს.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ივლისის უწყვეტი სიცხისა და ხანძრებისგან ხანმოკლე „დასვენების“ შემდეგ ხმელთაშუა ზღვაზე აგვისტოს მეორე ნახევრიდან კიდევ უფრო მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი.
Bloomberg-ის მიერ გამოკითხული მეტეოროლოგების აზრით, კონტინენტური ევროპის მნიშვნელოვანი ნაწილი, სავარაუდოდ, აგვისტოს პირველ ნახევარს ნორმალურზე დაბალი ტემპერატურით გაატარებს, თუმცა თვის მეორე ნახევარში ესპანეთში, სამხრეთ იტალიასა და საბერძნეთში მოსალოდნელია ტემპერატურამ სეზონურ საშუალო მაჩვენებელს გადააჭარბოს.
რომსა და კატალონიაში რეკორდული ტემპერატურა უკვე დაფიქსირდა გასულ თვეში, ხოლო სარდინიამ მიაღწია ევროპულ მაქსიმუმს ივლისში.
მოსალოდნელია თუ არა ახალი სიცხის ტალღა ხმელთაშუა ზღვაზე – ბერძენი მეტეოროლოგები აანალიზებენ “ბლუმბერგის”გამოცემას და საკითხთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებდნენ.
მის მიერ გაკეთებულ შეფასებაში ზომიერია მეტეოროლოგი პანაიოტის იანოპულოსი-ევროკავშირის ოფიციალური მონაცემების კომენტირებისას მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტემპერატურა სეზონისთვის ნორმალური იქნება, თხუთმეტი აგვისტოს შემდეგ კი ტემპერატურის უმნიშვნელო მატებაა მოსალოდნელი. კერძოდ, როგორც მან თავის პროგნოზში აღნიშნა, არსებული მონაცემების შესწავლისას ბლუმბერგის პროგნოზი, რომ 16 აგვისტოს შემდეგ ქვეყანაში ძლიერი სიცხე იქნება, არ დასტურდება, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ გამორიცხული არაფერია.
“ბლუმბერგის” მონაცემების შესახებ კომენტარს აკეთებს ERT-ის სინოპტიკოსი საკის არნაუტოღლუ. მის მიერ ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტში ის თავდაპირველად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს პროგნოზის სიზუსტეს და აღნიშნავს თუ რა ეკონომიკური გავლენა შეიძლება ჰქონდეს ტურიზმის კუთხით ასეთ გრძელვადიან და განზოგადებულ პროგნოზს ისეთი დიდი გეოგრაფიული არეალისთვის, როგორიცაა სამხრეთ ევროპა.
საკის არნაუტოღლუ აცხადებს, რომ მას ბევრი შეტყობინება-კითხვა აქვს მიღებული ბლუმბერგის სტატიასთან დაკავშირებით, რომელშიც არის მინიშნება ხმელთაშუა ზღვაზე და საბერძნეთში 15 აგვისტოს შემდეგ სიცხის დაბრუნებაზე და რასაც, რა თქმა უნდა, ბერძნული საიტებიც აქვეყნებენ.
“ჩემი მოკრძალებული აზრით, რა თქმა უნდა, პანიკა არ არის საჭირო, რადგან სტატიაში გამოქვეყნებული პროგნოზი გაკეთდა კონკრეტული მეტეოროლოგების მიერ, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ თემაზე კვლევაში და არა ყველა მეტეოროლოგის მიერ!
15-დღიანი პროგნოზის სიზუსტე ისეთი ფართო გეოგრაფიული არეალისთვის, როგორიც არის ხმელთაშუა ზღვა და მთელი ევროპა, 50%-ზე დაბალია.
მე მჯერა, რომ ასეთი გრძელვადიანი პროგნოზები ასეთი დიდი გეოგრაფიული ტერიტორიებისთვის შეზღუდული სიზუსტით და დიდი სიფრთხილით უნდა იყოს გაცემული ევროპულ დონეზე, რადგან მათ შეუძლიათ პირდაპირი და უარყოფითი გავლენა იქონიონ იმ ქვეყნების ტურიზმზე და შესაბამისად, ეკონომიკაზე, რომლებიც აღნიშნულ სტატიაშია დასახელებული.
