Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

იტალიის ძალოვანი სტრუქტურების მიერ ძებნილი, მაფიასთან კავშირში ბრალდებული 60 წლის მამაკაცი კუნძულ კორფუზე დააკავეს

60 წლის მამაკაცს, რომელიც დიდი ხნის მანძილზე იძებნებოდა და სავარაუდოდ იტალიურ მაფიასთან არის დაკავშირებული, პარასკევს (4/8) კუნძულ კორფუს უსაფრთხოების დირექტორატის თანამშრომლებმა ხელბორკილები დაადეს .

გავრცელებული ცნობით, მამაკაცს მისჯილი აქვს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, ის სავარაუდოდ 2012 წელს იტალიიდან გაიქცა.

დაკავებული, როგორც ამბობენ, დაკავშირებულია იტალიურ მაფიოზურ ოჯახთან და ასრულებს “ბუღალტერის”, ანუ იმ პირის როლს, ვინც უკანონო კორპორაციული სქემებით ფულის გათეთრებას უდგას სათავეში. მისი სახელი იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ იტალიის ყველაზე საშიშ გაქცეულთა სიაში იყო შეტანილი.

დამნაშავის პოვნის მიზნით,  შედგა თანამშრომლობა საბერძნეთის ხელისუფლებასა და ნეაპოლის ხელისუფლებას შორის. კარაბინიერების ჯგუფი ჩავიდა ათენში, რათა ახლოს ყოფილიყო გამოძიებასთან.

საბოლოოდ, ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლებმა გუშინ, შაბათს, შეძლეს 60 წლის მამაკაცის პოვნა, როცა ის სახლს ტოვებდა გუვიას მიდამოში. მათ დაუყოვნებლივ დააკავეს იგი და შემდგომი მოქმედებისთვის საქვეუწყებო დირექციაში გადაიყვანეს.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *