Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
საბერძნეთი

ამინდი: ხანძრების საშიშროება მომდევნო 10 დღის განმავლობაში-წინ გრილი კვირაა 8 ბოფორტამდე ქარით

ოდნავ გრილი, მაგრამ ხანძრების გაჩენის მხრივ საშიში იქნება მომდევნო 10 დღე-ორშაბათიდან (07/08) ოთხშაბათის (16/08) ჩათვლით. ტემპერატურა 32-დან 36 გრადუს ცელსიუსამდე შენარჩუნდება, ხოლო ქარის სიძლიერე  8 ბოფორტს მიაღწევს.

უფრო დეტალურად, სინოპტიკოს საკის არნაუტოღლუს მიერ გაკეთებული პროგნოზით, დღეს, ორშაბათს (07/08) ტემპერატურა 35 გრადუს ცელსიუსამდე მიაღწევს, ხოლო  ზღვასა და ხმელეთზე დაუბერავს 4-5 ბოფორტი სიძლიერის, ჩრდილო- დასავლეთის ქარი.

სამშაბათს ( 08/08 ) ტემპერატურა ოდნავ დაიკლებს და 33 გრადუსს მიაღწევს, ქარის სიძლიერე ზღვაში და ხმელეთზე 5-7 ბოფორტი იქნება, ხოლო ოთხშაბათს (09/08) ტემპერატურა კიდევ უფრო დაბალი, მაქსიმალური 32 გრადუსი ცელსიუსი შენარჩუნდება.

ტემპერატურა ისევ თანდათან  დაიწყებს მატებას ხუთშაბათიდან ( 10/08), მაქსიმალური 34 გრადუსი და ჩრდილოეთის ქარი 4-5 ბოფორტი იონიის, ხოლო 6-7 ბოფორტი ეგეოსის ზღვაში.

პარასკევს და შაბათს (11-12/08) ტემპერატურა სტაბილურად შენარჩუნდება 34 გრადუსი ცელსიუსით, ქარი იონიის 4-5,  ხოლო ეგეოსის ზღვაში 5-7, კარპატოსში კი 7 ბოფორტი.

შაბათიდან კი ქარის ინტენსივობა იზრდება 7-8 ბოფორტამდე ეგეოსზე, ევიაში, ბეოტიასა და ატიკაში, რაც კრიტიკულს ხდის ხანძრების კვლავ გაჩენის საფრთხეს, განსაკუთრებით ამ რაიონებში.

ხანძრის გაჩენის მაღალი  რისკები გაგრძელდება ოთხშაბათამდე (16/08). კერძოდ, ტემპერატურა მოიმატებს ოდნავ, მაგრამ შესამჩნევად-კვირას და ორშაბათს, 35 გრადუსი ცელსიუსით და სამშაბათს და ოთხშაბათს 36 გრადუსი ცელსიუსით, მაგრამ იქროლებს ჩრდილოეთის უკიდურესად ძლიერი ქარი, ინტენსივობით 7-8 ბოფორტი ეგეოსის ზღვაში და ევიის, ბეოტიის, ატიკასა და აღმოსავლეთ პელოპონესის რაიონებში.

აქედან გამომდინარე შაბათიდან ოთხშაბათს შორის 12-16/08 (15 აგვისტოს ჩათვლით) დღეები ნავარაუდევია რთული იყოს ხანძრის ჩაქრობის ოპერაციებისთვის, რადგან ძლიერი ქარი ხელს უწყობს ხანძრის გაჩენას და გავრცელებას.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *