Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
საბერძნეთი

ატიკის მოედანზე ბინაში გაჩენილი ხანძრის შედეგად ჟურნალისტი ადონის ხრისულაკისი დაიღუპა

გლოვა გაზეთ “პარაპოლიტიკის” ჟურნალისტის ადონის ხრისულაკისის გარდაცვალების გამო. საშინელი ტრაგედია კვირა დილით, ატიკის მოედანზე, საცხოვრებელ ბინაში გაჩენილი ხანძრის შედეგად დატრიალდა, რა დროსაც ჟურნალისტი დაიღუპა.

ხანძარი, როგორც ჩანს, ბინის სამზარეულოში გაჩნდა. მამაკაცს სხეულზე დამწვრობის კვალი აღენიშნებოდა და სახლიდან გასასვლელის მიმართულებით, იატაკზე იწვა.

ადონის ხრისულაკისი გაზეთ „პარაპოლიტიკისთვის“ კრიმინალურ სიუჟეტებს ამზადებდა. ტრაგიკული დამთხვევაა, რომ გარდაცვლილი ჟურნალისტი თავის სიკვდილამდე დაახლოებით ორი საათით ადრე, თავის ბოლო სიუჟეტში ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში გაჩენილ მორიგ ხანძარზე წერდა.

ტრაგიკული შემთხვევის გარემოებებს სახანძრო-სამაშველო სამსახური იძიებს.

ახალგაზრდა ჟურნალისტის, ადონის ხრისულაკისის ცხედარი შემთხვევის ადგილიდან სასწრაფო დახმარების მანქანით გადაასვენეს.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *