Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთი

კრიტი: სფაკიაში მდებარე გლიკა ნერას სანაპიროზე შექმნილი მეწყერსაშიში სიტუაციის გამო ევაკუაცია მიმდინარეობს

გავრცელებული ინფორმაციით, დღეს დილით, კრიტზე, სფაკიაში მდებარე გლიკა ნერას პლაჟზე, გეოლოგიურად მგრძნობიარე ზონაში შექმნილი მეწყერსაშიში სიტუაციის გამო, სანაპირო დაცვის მიერ განხორციელდა საევაკუაციო ოპერაცია, რათა თავიდან აეცილებინათ შესაძლო უბედური შემთხვევები. აღნიშნულ სანაპიროს ყოველწლიურად ასობით ვიზიტორი და დამსვენებელი სტუმრობს.

ოპერაცია ჩატარდა სანაპირო დაცვისა და OPKE-ს თანამშრომლების მონაწილეობით. ამასთან, მხოლოდ დღეისათვის აკრძალულია ამ სანაპიროზე არა მხოლოდ ბილიკებიდან, არამედ ზღვიდან შესვლა კერძო ნავებით.

ეს არის კომპეტენტური ორგანოების მიერ გატარებული ღონისძიებების თანმიმდევრობა სიფრთხილის მიზნით, კვირა დილით, პალეოხორას სამხრეთ-აღმოსავლეთით მომხდარი 4,9 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრის შემდეგ .

ამ ტერიტორიაზე წარსულში უკვე  ჰქონდა ადგილი უბედურ შემთხვევებს კლდეების ჩამონგრევის გამო.  2015 წლის მაისში ამ ადგილას 37 წლის ჩეხი ტურისტი ტრაგიკულად დაიღუპა, რომელიც მოულოდნელად მოწყვეტილმა კლდის ნამსხვრევმა იმსხვერპლა.

აღნიშნული აკრძალვის შესახებ  შესაბამისი გადაწყვეტილება უკვე გამოქვეყნდა ინტერნეტში.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *