Latest news
სიმშვიდის საათების დროს ხმაურის გამოწვევა ჯარიმით ისჯება პავლოს ევანგელოპულოს: არასდროს მინდოდა ქორწილი და არც ეხლა შევიცვლი აზრს ენდომეტრიოზი: რას უნდა მიაქციონ ყურადღება ქალებმა საგზაო წესები, რომელთა დარღვევასაც მართვის მოწმობის ჩამორთმევამდე მივყავართ ირაკლიო: ეკლესიისკენ მიმავალი სტიქაროსანი ხრამში გადავარდა მიტილინი: ფერმერებმა მეცოტოპოსის შესასვლელი გადაკეტეს ლიოსიონ: 16 წლის გოგონას დედა პირველ კომენტარს აკეთებს საბერძნეთი: ანდერძის გაცემის ახალი, სწრაფი ციფრული პროცესი ძილისმიერი აპნოე - რა უნდა ვიცოდეთ სინდრომთან დაკავშირებით თანოს ბირკოს - მითხრეს რომ ძილის აპნოეს გამო ჩემი სიცოცხლე რისკის ქვეშ იდგა
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
მსოფლიო

ბრიტანელი მედდა შვიდი ბავშვის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს

ბრი­ტა­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ შვიდი ახალშობილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ სცნო 33 წლის ექთანი ლუსი ლეტ­ბი, რომელიც მაშინ ჩესტერის ოლქში მდებარე საავადმყოფოში მუშაობდა. აღნიშნული მკვლელობები ქალმა  2015 წლის ივნისიდან 2016 წლის ივნისის ჩათვლით ჩაიდინა. მან ჩვილი ბავშვები ინექ­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით, კან­ში ჰა­ე­რი­სა და ინ­სუ­ლი­ნის შეყ­ვა­ნით დახოცა.

ლეტ­ბი ასე­ვე დამ­ნა­შა­ვედ ცნეს სა­ა­ვად­მყო­ფოს ახალ­შო­ბილ­თა პა­ლა­ტა­ში ექ­ვსი ბავ­შვის მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა­ში, იგი­ვე მე­თო­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით.

გან­ყო­ფი­ლე­ბის წამ­ყვან­მა კონ­სულ­ტან­ტმა, დოქ­ტორ­მა სტი­ვენ ბრე­იმ პირ­ვე­ლად ეჭვი ლეტ­ბის მი­სა­მარ­თით 2015 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში გა­მოთ­ქვა, თუმ­ცა ამას არა­ნა­ი­რი ქმე­დე­ბა არ მოჰ­ყო­ლია, რის შემ­დე­გაც ქალ­მა კი­დევ ხუთი ბავ­შვის მოკ­ვლა სცა­და, მათ­გან ორის მოკ­ვლა მარ­თლაც შეძ­ლო.

ახალ­შო­ბილ­თა გან­ყო­ფი­ლე­ბის წამ­ყვან­მა კონ­სულ­ტან­ტმა, სა­დაც ლუსი ლეტ­ბი მუ­შა­ობ­და, BBC-ს გა­ნუ­ცხა­და, რომ სა­ა­ვად­მყო­ფოს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ დრო­უ­ლად ვერ გა­მო­იკ­ვლია მედ­დას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბი და ცდი­ლობ­დნენ ექი­მე­ბის გაჩუმებას.

მე­ნე­ჯმენ­ტმა ასე­ვე და­აგ­ვი­ა­ნა პო­ლი­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აფრ­თხი­ლებ­დნენ, რომ არ­სე­ბობ­და სა­ფუძ­ვლა­ნი ვა­რა­უ­დი, რომ მედ­დამ ჩვი­ლე­ბი დახოცა.

პრო­კუ­რო­რებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ მათ სჭირ­დე­ბო­დათ 28 დღე გან­ხილ­ვის­თვის, რათა გა­და­წყვი­ტონ მო­ი­თხო­ვონ თუ არა გან­მე­ო­რე­ბი­თი სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვა ექვს ახალ ბრალ­დე­ბა­ზე (რომ­ლე­ბიც კი­დევ ოთხ ახალ­შო­ბი­ლის მკლე­ლო­ბას მო­ი­ცავს). მათ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა 15 სექ­ტემ­ბრამ­დე უნდა მი­ი­ღონ.

როდესაც გამოძიება  ცდილობდა ლუსი ლეტბის საზარელი დანაშაულის მოტივის გარკვევას, განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია და მიკროსკოპის ქვეშ მოექცა მისი კონკრეტული კონტაქტი ერთ-ერთ ექიმთან.

პოლიცია თვლის, რომ შესაძლებელია ლუსი ლეტბი ცდილობდა ყურადღების მიპყრობას ზოგადად, მაგრამ განსაკუთრებით დაქორწინებული ექიმის, რომელთანაც მას ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა. შესაძლებელია, რომ მას სჭირდებოდა კარგი კომენტარების მოსმენა მის საქმიანობაზე, სურდა თავი  საჭიროდ ეგრძნო და რამდენადმე აემაღლებინა თავდაჯერებულობა, როდესაც ის ავრცელებდა შეტყობინებებს კოლეგების მისამართით სადაც წერდა, რომ ძალიან წუხდა ჩვილების ბედზე, საუბრობდა მათი გარდაცვალების მიზეზებზე, ზოგიერთ შეტყობინებაში მის მიერ კი ჯერ კიდევ ცოცხალი ახალშობილების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გადაჭარბებულ ზრუნვას ავლენდა და შიშობდა რომ მათ საფრთხე ემუქრებოდათ.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *