აშშ-ის პრეზიდენტი კოლორადოში გამართულ ღონისძიებაზე წაბორძიკდა და დაეცა
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კოლორადოში გამართულ ღონისძიებაზე წაბორძიკდა და წაიქცა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, კოლორადოში აშშ-ის საჰაერო ძალების აკადემიის გამოსაშვებ ცერემონიალზე, დიპლომების გაცემის დროს ბაიდენი წაბორძიკდა და წაიქცა.
საჰაერო ძალების წარმომადგნლები მას წამოდგომაში დაეხმარნენ და ბაიდენი თავის ადგილს მარტო დაუბრუნდა.
აშშ-ის პრეზიდენტი დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში იდგა ფეხზე, სანამ აკადემიის ყველა კურსდამთავრებულ კადეტს ართმევდა ხელს.
თეთრი სახლის ინფორმაციით, ინციდენტის მიზეზი სცენაზე განთავსებული ქვიშის ტომარა იყო, რომელსაც პრეზიდენტმა ფეხი წამოჰკრა.
Facebook Comments Box
