Latest news
27 წლის ბიჭის მკლელობის საქმესთან დაკავშირებით დეტალები ვრცელდება რა არის ლეპტოსპიროზი და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ზაკინთოსზე ლეპტოსპიროზის 3 შემთხვევა დაფიქსირდა ენერგეტიკა, მიგრაცია, გეოპოლიტიკა: ევროკავშირის გეგმა ხმელთაშუა ზღვასთან დაკავშირებით საბერძნეთის პოლიცია სააპელაციო სასამართლოსთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს დღეიდან ტრამვაის გადაადგილების განრიგში ცვლილებები შედის დღეს ონასისის საჯარო სკოლებსა და ექსპერიმენტალურ სკოლებში მისაღები გამოცდები ტარდება მეთანა: ექსპერტებმა 100 000 წლის განმავლობაში მიძინებული ვულკანის ფარული აქტოვობა დააფიქსირეს იმიტირებული სასამართლო პროცესი სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის სააპელაციო სასამართლომ ნიკოს რომანოსი უდანაშაულოდ სცნო
კვირა, აპრილი 26, 2026
საბერძნეთი

ხალკიდიკი: ნიკიტის სანაპიროზე არსებული დაბინძურების გამო ცურვა დროებით აიკრძალა

ხალკიდიკის რეგიონმა14 საათის წინ, პრევენციული მიზეზების გამო მიიღო გადაწყვეტილება სითონიის მუნიციპალიტეტში, ნიკიტის სანაპიროზე, დროებით აკრძალოს ცურვა.

ნიკიტის სანაპიროზე ცურვის აკრძალვა წყალში არსებული სახიფათო ნარჩენების გამო გადაწყდა.

აკრძალვის გადაწყვეტილება მიღებულ იქნა პლაჟის იმ ნაწილისთვს,სადაც არხიდან  ჩაედინება E.E.L.-ის დამუშავებული თხევადი ნარჩენები.

რეგიონი რეკომენდაციას უწევს, სითონიის მუნიციპალიტეტის პასუხისმგებელ კონკრეტულ განყოფილებას, საზოგადოების ინფორმირების მიზნით განთავსდეს აბრები წარწერით „ცურვა აკრძალულია“.

ამავდროულად, იგი მოუწოდებს ხალკიდიკის რეგიონალური ერთეულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომპეტენტურ უწყებას, გაუგზავნოს მონაცემები ქარხნის ბიოლოგიური გაწმენდის, ობიექტების აღდგენის ან შესაძლო გაუმართაობის შესახებ და მიაწოდოს გაწმენდილი წყლის ლაბორატორიული შედეგები, რომელიც ჩაედინება არხში, შემდეგ კი ზღვაში, აღნიშნული სანაპიროს კონკრეტულ მონაკვეთზე.

” ზღვის წყლის მიკრობიოლოგიური ანალიზების შედეგები, ამ დროისთვის, აღნიშნულ მონაკვეთზე, დასაშვებ  ზღვარს მიღმაა და ცურვისთვის გამოუსადეგარს ხდის სანაპიროს”- ხაზგასმულია სხვა საკითხებთან ერთად განცხადებაში.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *