Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

ნათლობის წვეულების მოულოდნელი დასასრული ლარისაში

ხმაურიან ნათლობის წვეულებას  ლარისაში მოულოდნელად ასაკოვანი მამაკაცის მძიმე დაზიანება და მისი ჰოსპიტალიზაცია მოჰყვა.

შემთხვევა იულიანუს 11 ნომერში, სამსართულიან კორპუსში მცხოვრები უცხოელების ოჯახის მიერ ნათლობის წვეულების ზედმეტად ხმაურიანი ზეიმით აღნიშვნას მოჰყვა.

ხმამაღალმა მუსიკამ მათ მეზობლად მცხოვრები მამაკაცის გაღიზიანება გამოიწვია და ხმამაღალი შეძახილებით გამოხატა უკმაყოფილება მეზობლების მიმართ.

თავდაპირველად მამაკაცმა  აივნიდან ითხოვა მუსიკის დაწევა მაგრამ მის მოთხოვნას ყურადღება არავინ მიაქცია.

ხმაურიანი მეზობლების ყურადღების მისაპყრობად 63 წლის მამაკაცი აშკარად ცდილობდა რაღაცის გადაგდებას მათ აივანზე, მაგრამ წონასწორობა დაკარგა, მესამე სართულიდან გადავარდა და აივნის ქვეშ გაჩერებული საცხოვრებელი კორპუსის მფლობელის მანქანაზე დაეცა.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი მძიმედ დაშავდა. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ის ლარისას საუნივერსიტეტო საავადმყოფოში გადაიყვანა.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *