Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთი

კუნძულ ტინოსზე სამი წლის ბავშვი ყურძნის მარცვლების სასუნთ გზებში მოხვედრის შედეგად გარდაიცვალა

გლოვა სუფევს კუნძულ ტინოსზე სამი წლის ბავშვის გარდაცვალების გამო, რომელიც, გავრცელებული ვერსიით, ყურძნის მარცვლების სასუნთ გზებში მოხვედრის შედეგად დაიხრჩო.

ბავშვი ყურძენს ჭამდა ოჯახის დამხმარე დიასახლისის  თანდასწრებით, რომელმაც დაინახა, რომ მოულოდნელად ბავშვი იხრჩობოდა.

მან შეატყობინა მამას, რომელიც მაშინვე სახლში გაიქცა, შვილი ხელში აიყვანა და კუნძულის პოლიციის განყოფილებაში წაიყვანა, რომელიც მისი სახლის გვერდით იყო.

ბავშვს პირველადი დახმარება პოლიციის თანამშრომლებმა გაუწიეს, რა დროსაც  ყურძნის ორი მტევანი ამოუღეს, მაგრამ როგორც აღმოჩნდა მას უფრო მეტი მარცვალი ჰქონდა მოხვედრილი სასუნთქ გზებში.

ამის შემდეგ მაშინვე ჩასვეს საპატრულო მანქანაში და გადაიყვანეს კუნძულის ჯანმრთელობის ცენტრში, სადაც ექიმებმა ბავშვის გარდაცვალება დაადასტურეს.

“ბავშვი 09:02 წუთზე უგონო მდგომარეობაში მოიყვანეს ჩვენთან, არ სუნთქავდა და არც რეაქცია ჰქონდა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ შემთხვევებში, თუ ოთხი წუთი გადის, სამწუხაროდ, უკვე გვიანია. პირველი ოთხი წუთი ძალიან მნიშვნელოვანია”- განაცხადა ექიმმა.

ბავშვის გარდაცვალების ზუსტი მიზეზების დასადგენად, ჩატარდა ექსპერტიზა.

ექიმმა სოკრატის ცადირისმა, რომელმაც ჩაატარა ექსპერტიზა, პრესასთან საუბრისას აღნიშნა: „ბავშვი გამოიკვლია პირეას სასამართლო-სამედიცინო სამსახურმა. აღმოჩენილია გარკვეული ქრონიკული და მწვავე პათოლოგიები და მოსალოდნელია მიზანმიმართული ჰისტოლოგიური გამოკვლევები.”

სამი წლის ბავშვის გარდაცვალების შემდეგ ოჯახი სავალალო მდგომარეობაშია. გლოვის და თანაგრძნობის ნიშნად კუნძულზე  დაწესებულებების უმრავლესობა დაკეტილი რჩება.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *