Latest news
სალონიკი: პოლიციელის ემოციური განცხადება, რომელმაც მიტოვებული ბავშვები გადაარჩინა დეკემბრიდან MyHealth აპლიკაციაში ციფრული ასისტენტი ამოქმედდება 25 ნოემბერი: რა განრიგით იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი საბერძნეთში 2026 წლის საშობაო სუფრისთვის საჭირო პროდუქტების ფასმა 18%-ით მოიმატა როგორ იმუშავებენ სკოლები საყოველთაო გაფიცვის ფარგლებში მძღოლები ავტომანქანების გარბენის დამალვას ვეღარ შეძლებენ პატრა ევროპის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეპიცენტრში მოექცა სალონიკი: პოლიციამ ბინაში ჩაკეტილი 2 მცირეწლოვანი ბავშვი ანტისანიტარიულ მდგომარეობაში იპოვეს საბერძნეთის პოლიცია 28 მილიონიანი საგადასახადო თაღლითობის საქმეს იძიებს ბულინგის მსხვერპლი 14 წლის მოზარდი თანაკლასელებზე შურისძიების მიზნით იარაღის შეძენის ფაქტზე დააკავეს
ოთხშაბათი, ნოემბერი 25, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

პირღოს: ვინ არის ახალგაზრდა, რომელიც მე-3 სართულიდან გადმოვარდა

პირღოს: ვინ არის ახალგაზრდა, რომელიც მე-3 სართულიდან გადმოვარდა

ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე 18 წლის ასიმაკის დიონისოპულოსმა, სპორტსმენმა, რომელიც პარასკევს შუადღეს, გამოძიებისთვის ამ დრომდე დაუდგენელ მიზეზთა გამო, მანოლოპულოსის ქუჩაზე მდებარე კორპუსის მე-3 სართულიდან გადმოვარდა. 

გარდაცვლილი ილიას პრეფექტურის პარიკმახერების ასოციაციის პრეზიდენტის, იანნის დიონისოპულოსის შვილია.

მიუხედავად ექიმების თავდაუზოგავი მცდელობებისა 18 წლის მაკის გადარჩენა ვერ შეძლეს. 

გარდაცვლილის მეგობრები, თანაკლასელები და მასწავლებლები აცხადებენ, რომ ის არ იყო უბრალოდ დამამთავრებელი კლასის მოსწავლე, რომელიც აპირებდა მხოლოდ ეროვნული გამოცდების ჩაბარებას და ცხოვრების სტანდარტულ ჩარჩოში გაგრძელებას. ის გამოირჩეოდა მისი ეთიკურობით, ჰუმანურობით, გულთბილი ღიმილითა და სპორტისადმი განსაკუთრებული სიყვარულით. 10 წლიდან თამაშობდა ხელბურთს 2024-2025 წლებში კი პატრას ოლიმპიადაშიც მიიღო მონაწილეობა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *