ხანძარი იოჰანესბურგში: სულ მცირე, 52 ადამიანი დაიღუპა საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად
ტრაგედია სამხრეთ აფრიკაში, იოჰანესბურგში. საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილია სულ მცირე, 52 ადამიანი და 40-ზე მეტი დაშავდა. ხელისუფლება შიშობს, რომ რიცხვი გაიზრდება.
იოჰანესბურგის ხელისუფლება აცხადებს, რომ ამ დრომდე უცნობია, რამ გამოიწვია ხანძარი ქალაქის ცენტრში, ხუთსართულიან შენობაში.
სასწრაფო დახმარების სამსახურის სპიკერმა, რობერტ მულაუძიმ BBC-ს განუცხადა, რომ მეხანძრეებმა შეძლეს კორპუსიდან ზოგიერთი მაცხოვრებლის გამოყვანა.
მისი თქმით, ხანძარმა შენობა მთლიანად გაანადგურა. მსხვერპლის ძებნა ჯერ კიდევ გრძელდება. მის მიერ X პლატფორმაზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ნაჩვენებია სახანძრო მანქანები და სასწრაფო დახმარების მანქანები შენობის გარეთ დამწვარი ფანჯრებით.
Facebook Comments Box
