Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
მსოფლიო

აშშ: 11 მგზავრი დაშავდა თვითმფრინავის ტურბულენტურ ზონაში მოხვედრის შემდეგ

დელტას ავიახაზების ბორტზე მყოფი თერთმეტი მგზავრი გადაიყვანეს საავადმყოფოში სამშაბათს, 29 აგვისტოს, მას შემდეგ, რაც თვითმფრინავი ძლიერ ტურბულენტურ ზონაში მოხვდა, ატლანტაში დაფრენამდე.

დელტას წარმომადგენლის თქმით, თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც მილანიდან ასრულებდა რეისს 151 მგზავრი და ეკიპაჟის 14 წევრი იმყოფებოდა, როდესაც ტურბულენტობა დაიწყო.

11 დაშავებულს შორის არიან ეკიპაჟის წევრები და მგზავრები. დაზიანებების ხარისხი ჯერჯერობით უცნობია. სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ სულ მცირე, ორი ადამიანი საკაცით გადაიყვანეს Airbus A350-ის ასაფრენ ბილიკზე, მას შემდეგ რაც ის უსაფრთხოდ დაეშვა ატლანტას ჰარტსფილდ-ჯექსონის საერთაშორისო აეროპორტში.

ერთ-ერთი მგზავრი იხსენებს როგორ „ჩავარდა“ თვითმფრინავი მოულოდნელად ტურბულენტობის გამო, რის გამოც ბევრი, მათ შორის თავადაც სავარძელს მოწყდა.

დაშავდნენ მგზავრები და ბორტგამცილებელთა უმეტესობა. თვითმფრინავმა მოახდინა ავარიული დაშვება და არაკრიტიკულად დაშავებულებს მოუწიათ თვითმფრინავში დარჩენა ახალი ფრენის ეკიპაჟის მისვლამდე.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *