Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

კორინთის არხს სატვირთო გემი შეეჯახა-ბორტზე ეკიპაჟის ათი წევრი იმყოფებოდა

ოთხშაბათს, ღამით, საბერძნეთის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი კორინთის არხს შეეჯახა. სანაპირო დაცვის სამსახურის განცხადებით, გემზე ათი ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი ეკიპაჟის წევრი იყო.

შეჯახება კლდის მარჯვენა მხარეს მოხდა, რის შემდეგაც გემი კორინთიას კალამაკის საზღვაო ზონაში დარჩა. ბორტზე მყოფი ადამიანებიდან არავინ დაშავებულა.

ისთმიოს მე-2 საპორტო დეპარტამენტმა (კორინთის ნავსადგურის სამმართველო), რომელიც აწარმოებს წინასწარ გამოძიებას, გემს აუკრძალა ნაოსნობა, სანამ დაზიანება არ გამოსწორდება და მონიტორინგის განმახორციელებელი კლასიფიკატორის მიერ გაცემულ, ნაოსნობისთვის ვარგისიანობის სერტიფიკატს არ წარადგენს.

შემთხვევის შედეგად საზღვაო დაბინძურება არ დაფიქსირებულა.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *