Latest news
ზეფირი: ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 2 მეხანძრის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი 34 წლის ქალსა და მი... ათენის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი აჯანყების 53-ე წლისთავთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ჭიშკარი გაიხს... მიგრანტთა დაბრუნების ცენტრები: ორშაბათს გამოცხადდება ევროკავშირის პირველი არაწევრი ქვეყანა, რომელიც ... „ბავშვის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი მისი მეტაბოლიზმი გახდა“ - აცხადებენ პატიმრობაში მყოფი 4 თვის... დაღუპულ მეხანძრეებს კოლეგებმა წუთიერი დუმილითა და თეთრი ყვავილებით მიაგეს პატივი პოლიტექნიკური უნივერსიტეტი: რატომ მიიღეს უნივერსიტეტის შენობის დაკეტვის გადაწყვეტილება სამშენებლო კოეფიციენტის გაზრდის გეგმას მუნიციპალიტეტების მერები აპროტესტებენ პოლიცია პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აჯანყების წლისთავისთვის გაძლიერებულ მზადყოფნაშია საბერძნეთის სურსათისა და მედიკამენტების ეროვნული ორგანიზაციის თანამშრომელი: „აღმოჩენილი პრეპარატები ... პატრა: ოთხი თვის ჩვილის მშობლებს განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედებათ ბრალი
ორშაბათი, ნოემბერი 16, 2026
საბერძნეთი

ამინდი: ქვეყნის უმეტეს ნაწილში ღრუბლიანობა-მოსალოდნელია წვიმაც

დღეს, შაბათს, ქვეყნის უმეტეს რეგიონებში ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. ცენტრალურ და ჩრდილოეთში (ძირითადად მთიან ნაწილებში) მოსალოდნელია წვიმაც.

ტყის ხანძრების გაჩენისა და გავრცელების მაღალი ან ძალიან მაღალი რისკი მოსალოდნელია ძირითადად აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილებში.

ტემპერატურა დასავლეთ მაკედონიაში 11-დან 30 გრადუსამდე,  ჩრდილოეთ საბერძნეთში 13-დან 35 გრადუსამდე, ეპირუსში 12-33 გრადუსამდე, თესალიაში 13-დან 34 გრადუსამდე, დანარჩენ რეგიონებში 13-34 გრადუსამდე იქნება.

მატერიკზე 12-დან 34 -35 გრადუსამდე, იონიის კუნძულებზე 16-დან 30-32 გრადუსამდე, ხოლო ეგეოსის ზღვის კუნძულებზე და კრეტაზე 15-დან 34 გრადუსამდე, აღმოსავლეთ ეგეოსის კუნძულებზე მაქსიმალური ტემპერატურა 32-33 გრადუსამდე დაფიქსირდება.

იქროლებს ძირითადად ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი 4 ბოფორტამდე, ეგეოსში 5-6 ბოფორტამდე, ადგილობრივად ცენტრალურ და სამხრეთ ეგეოსში 7 ბოფორტამდე.

ატიკის რეგიონში ზოგადად მზიანი ამინდი შენარჩუნდება, იქროლებს 4-5 ბოფორტი სიმძლავრის ჩრდილოეთის ქარი, ხოლო ქვეყნის აღმოსავლეთში 6 ბოფორტამდე ინტენსივობით. ტემპერატურა 24-დან 33-34 გრადუს ცელსიუსამდე იქნება.

სალონიკში ასევე მზიანი ამინდია მოსალოდნელი ადგილობრივი მოღრუბლულობით. იქროლებს ქარი სხვადასხვა მიმართულებიდან 2-3 ბოფორტამდე. ტემპერატურა 23-დან 34 გრადუსამდე დაფიქსირდება.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *