Latest news
მიზანში ამომიღეს - აცხადებს კონსტანტოპულუ კარლა: ფოტოგრაფებმა იშვიათი შავი ყარყატი დააფიქსირეს დანა იმიტომ ჰქონდა რომ  ეშინოდა - აცხადებს 20 წლის ბრალდებულის ადვოკატი კოზანის რეანიმაციული განყოფილების დირექტორი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში არსებულ მდგომარეობაზე ... პროგრამისთვის ტურიზმი ყველასთვის 300 000 განაცხადი შევიდა დაგვიანებით - პლატფორმა 29 აპრილს იხურება სოციალურ პროგრამაზე ძიძები სამეზობლოდან რეგისტრაცია დღეიდან იწყება რა ღირს ოცნების ასრულება - ინ ვიტრო განაყოფიერების ახალი რეალობა საბერძნეთში ისტორიული შენობების მფლობელები მოთხოვნებს აყენებენ 27 წლის ბიჭის მკლელობის საქმესთან დაკავშირებით დეტალები ვრცელდება რა არის ლეპტოსპიროზი და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება
სამშაბათი, აპრილი 28, 2026
საბერძნეთი

ხანძარი ევროსში გრძელდება-44 ახალი კერა ბოლო 24 საათის განმავლობაში

ევროსში ხანძარი ჯერ კიდევ არ ჩაქრა და მეხანძრეები აგრძელებენ ცეცხლთან ბრძოლას. მთელ ტერიტორიაზე სულ 81 ხანძარის კერაა. ბოლო ოცდაოთხი საათის განმავლობაში დაფიქსირდა 44 ახალი ტყის ხანძარი, რომელთა უმეტესობა საწყის ეტაპზევე მოგვარდა.

კერძოდ, როგორც სახანძრო ბრიგადადან გახდა ცნობილი, ევროსში ძლიერი სახანძრო ბრიგადები მოქმედებენ ძირითადად სუფლის, კორნოფოლიას, დადიას, კოტრონიას, სიდიროსა და იანულის ტერიტორიებს შორის.

ხანძრებთან ბრძოლაში ბერძენ მეხანძრეებს დახმარებას უწევს ევროპული სამოქალაქო დაცვის მექანიზმი საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, კვიპროსიდან, რუმინეთიდან, ჩეხეთიდან, ბულგარეთიდან და სლოვაკეთიდან, ასევე ალბანეთისა და სერბეთის ტრანსნაციონალური შეთანხმებების მეშვეობით.

ასევე, დახმარებას უწევს დიდი რაოდენობით მოხალისე მეხანძრე-მაშველები, ძალები, რომლებიც განლაგებულია ეროვნული თავდაცვის გენერალური შტაბისა და საბერძნეთის პოლიციის მიერ, აგრეთვე წყლის ტანკერები და ტექნიკა რეგიონებიდან.

ხანძრის გამომწვევ მიზეზებს ადგილობრივი საგამოძიებო სამსახურები, ასევე ხანძრის დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს განყოფილებები იძიებენ.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *